ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების დებიუტანტმა ნიკა კაჭარავამ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება, ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო დღემდე, ნერვიულობა დამეტყო. განსაკუთრებით, მაშინ, როცა მეკარესთან პირისპირ გავედი და...

შემდეგ თქვენც იცით, რაც მოხდა.

თერთმეტრიანის მომენტზეც ვიტყვი
ორიოდე სიტყვას: პენალტი იყო დასანიშნი. ეს აშკარა იყო.

ნუ, რას ვიზამთ. ვიმუშავებთ, რომ შემდეგი შეხვედრები უკეთ ჩავატაროთ", - გვითხრა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
პენალი არა მსხალი,ვიკავი მოედანზე არაფერი პენალი არ იყო,პირისპირ რომ შეიყვანეს რატომ ვერ შეაგდო?წაქცეულ მეკარეს გაარტყა ბურთი,თავს არავის წევს ზემოთ,ყველა ბურთს უყურებს ეშინიათ ბურთს ფეხი არ ააცილონ თორე ეს ბურთი სად წავა იმაზე არავინ ფიქრობს
vasikobasiladze
30 მარტი 2016 11:00
0
მომეწონა ეს ბიჭი
ბბ
30 მარტი 2016 10:34
0
კაჭარავას აქვს პოტენციალი რომ უკეთესი თავდამსხმელი დადგეს. ფიზიკური სიძლიერე, ცივსისხლიანობა და ყურადღების მაღალი კონცენტრაცია არის კარში ზუსტად დარტყმის აუცილებელი პირობა. თუ ამას ისწავლის აუცილებლად იქნება წარმატებული გოლეადორი. წარმატებას ვუსურვებ.
ლუკა
30 მარტი 2016 03:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული