"ვაისის ხელფასი და ჩემი კომპენსაცია იმდენივე გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ალმათის "ქაირათის" თავკაცმა კახა ცხადაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ პირობებს რომ დათანხმებოდით? რატომ იყო მიუღებელი საბონუსე სისტემა?
- დაითვალონ და ყველა დარწმუნდება, რომ რაც ვაისის ხელფასის სახით და ჩემს კომპენსაციად უნდა გადაიხადონ, იმდენივე თანხა გამოდის, რაზეც თანახმა ვიყავი, მემუშავა!

რაც შეეხება ბონუსურ სისტემას, კიდევ ერთხელ ვამბობ - თავისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობები. ამის მიუხედავად, 25%-ის დაკლებაზე
თავად დავთანხმდი. საბოლოო ჯამში, იგივე თანხა გამოდიოდა, რაც ახლა უნდა გადაიხადოს ფედერაციამ. თუმცა ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკე და იმავეს გამეორებას აზრი არა აქვს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ დაუმსახურებლად, უსამართლოდ მომექცნენ.

- უყურეთ საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩს?
- არა. საქართველოში არ ვიყავი... თუმცა ნაკრების ფეხბურთელებს ველაპარაკე. რამდენიმე მათგანმა ამ დღეებშიც დამირეკა და მომილოცა... მათ და საქართველოს ნაკრებს მეც წარმატებას ვუსურვებ!

- წლის დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებოდით?
- არათუ ვერ წარმოვიდგენდი, თუ დამიჯერებთ, ამ ამბის გაგების შემდეგ მთელი ჩემი ოჯახი დეპრესიაში იყო... ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. წლების განმავლობაში მქონდა ძალიან კარგი და სტაბილური სამსახური, მაგრამ დავბრუნდი სამშობლოში, რათა რითიც შემეძლო, დავხმარებოდი ქართულ ფეხბურთს... რა მოვასწარი და რა - ვერა, მეორე საკითხია, მაგრამ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს... და რაც მთავარია, დიდ მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი!

ავტორი: რატი შელეგია
ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 65 /
ეს მარტო იმიტო იყო გასაგდები რო თავის უნიჭო შვილს ათამაშებდა ნაკრებში. ნეპოტიზმი არის ქვეყნის პრობლემა...
barca
11 აპრილი 2016 17:31
0
ცხადაძეს იმედი არ ქონდა წარმატების და ხელფასზე მუშაობდა და არა წარმატებაზე, საბონუსე სიტსემა სამართლიანი პრინციპია დადე შედეგი აიღე გასამრჯელო,ამ პრინციპით უნდა იღებდნენ პრემიესბს და დანამატებს და ყველაზე მაგარი ქვეყანა ვიქნებოდით...
ჩემი პირადი აზრი
11 აპრილი 2016 17:29
0
ჩვენს ნაკრებს შენი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ქართველი მწვრთნელი სჭირდება და გეთანხმები, რომ მართლა ძალიან ცუდათ მოგექცნენ... შენი მწვრთნელობისას რაც არ მომწონდა, ის იყო, რომ შვილს ათამაშებდი და ქართველ ფორვარდებში საუკეთესო ვაწაძე თადარიგში გყავდა, არა და თავის კლუბში გოლი გოლზე გაჰქონდა, ეგ კი უბრალოდ დაუნახაობაა... ასე რომ, თუ ფედერაციას ეშლებოდა, შენც შეგეშალა რაღაცეები ნაკრებში, თუმცა არ უარვყოფ, რომ პროგრესი შენს ხელში მეტად ჰქონდა ნაკრებს, ვიდრე ... ქეცბაიას :)
ალექსი
11 აპრილი 2016 17:17
0
რა შუაშია მოკლე ენა? ცხადაძე რა ვინმეს ყმა იყო და ხმის ამოღების უფლება არ ქონდა თუ რა? ვნახოთ ჩემპიონატს როგორ ჩაამთავრებენ ეს ბიჭები და ნაკრებებსაც რა შედეგი ექნებათ.
paata
11 აპრილი 2016 17:10
0
giga-ს იმ შუაშია გრძელი ენა რომ თუ გახსოვს სანამ კობის პირადად დაელაპარაკებოდა მანამ თქვა მარიონეტი და მონააო. მთლა მასეც რომ იყოს ვინ მოგითმენს თავზე გადახტომას?
Vakhtangi
11 აპრილი 2016 17:02
0
ეხ Vakhtangi, Vakhtangi..........
kai ra!!!!
11 აპრილი 2016 17:01
0
თუ ეგრეა გამოდის შენზე ნაკლები აქვს ხელფასი ვაისს, არადა ვაისი შენზე გამოცდილი და ცნობადი მწვრთნელია და დათანხმდა შენზე ნაკლებ ხელფასს. ხოდა გრძელი ენა და ამბიციები რომ გქონდა იმიტომ აღარ მოიწველა ამჟამინდელი ფედერაცია პატრიოტო ცხადაძე.
სიმართლე
11 აპრილი 2016 16:46
0
Vakhtangi-ს. რა შუაშია აქ მოკლე და გრძელი ენა. კაცი ასიანია თავის საქმეში. ტყუან-მართალი კი მალე გამოჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაკრებმა ვერ აჩვენა შედეგი, თუნდაც მე-3 ადგილი. თუმცა რომელ მესამე ადგილზეა საუბარი იმ თამაშის შემდეგ, რაც ყაზახებთან ვნახეთ. ან როგორ უნდა დაიკავოს ამ ნაკრებმა მესამე ადგილი? თუ გუნდების რეიტინგებით ვიმსჯელებთ, მეხუთე ადგილი კიდევ შეიძლება. ესეც სათუოა.
giga
11 აპრილი 2016 16:16
0
ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ: 1) წინა ფედერაციას როდესაც 3 თვე ქონდა დარჩენილი გრძელვადიანი კონტრაქტი არ უნდა დაედო.2) ავსაჯანიშვილზე 80% იძახის მექრთამეაო. 3) ჩივაზეს შედეგებიდან გამომდინარე უნდა წასულიყო
Vakhtangi
11 აპრილი 2016 16:11
0
ფულზე გაყიდული სამშობლო...
სანდრო
11 აპრილი 2016 16:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული