საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
ჰა ჰა ჰა ჰ ა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ჰა ა აჰ აჰ აჰ აჰ აჰაჰაჰა ჰა ჰა აჰა ჰა აჰა ჰა ჰა ჰა აჰ აჰა ჰა აჰა ჰა ჰა აჰ აჰა ჰა აჰ აჰააააააა..........................ვვვვვააააააააააააიიიიიიიიიიიიი ჩ ვ ე ნ ს პ ა ტ რ ო ნ ს უ ბ ე დ უ რ ს.რატომ არ გვინდა ვაღიაროთ რომ თამაში არ ვიცით,რატომ ვმალავთ რომ არ შეგვიძლია მეტი?რატომ არ ვამბობთ იმას,რომ ქართული ფეხბურთი მხოლოდ გიბრალტარზე მაღლა დგას? ხალხნო გამაგებინეთ,ამ მწვრთნელებში ფულის ყრას არ ჯობია ბავშვებში ჩაიყაროს ეს ფული? სახლს რომ ვაშენებთ,ფუნდამენტის გარეშე ვაშენებთ და თუ ვაშენებთ მერე ვის ვაბრალებთ?ეს ხომ ელემენტარულია?მაგრამ საქართველო ხომ ყველაზე მაგარია?საქართველო ხომ ყველაზე უძლიერესია?მეზიზღება აქაურობა,ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ წერილს(ძააან ხმამაღალს)და პროტესტის ნიშნად საქართველოს საერთოდ დავტოვებ,აღარ მინდა ეს მახინჯი მთავრობა და ეს დამახინჯებული "ლოხი" ტკიპა,წურბელა და სისხლის მწოველი გაუნათლებელი,გამოჩერჩეტებული და ამაზრზენი ვითომდა რაღაცის წარმომადგენელი დემაგოგების ხილვა და მოსმენა.მიმიფურთხებია თქვენთვის.ფთუ ქვენ ნაძირლებო
თავადი
28 მაისი 2016 01:50
0
ცხადაძის წაგებული ესტონეთთან 3:0 მშვენივრად მოინელეთ და ევრო2016-ის მონაწილე სლოვაკეთთან 3:1 გიტყდებათ )))))ერთი ის თუ ქართველი მწვრნელი იყო და მეორე ეს კვალიფიკაცია არცერთს არ უვარგა ..ეგ ფულს მაინც არ ითხოვს იმდენს....და მართალი იყო ქეცბა ესენი არ არიან ფეხბურთელები 3-4 კაცის გარდა ესენი არამ თუ მაშინდელ დინამო თბილისში არამედ სსრკ-ს ||ლიგის სოხუმის ან ბათუმის დინამოში ვერ მოხვდებონენ...ესენი არიან მაშინდელი საქართველოს პირველობის (და არა ჩემპიონატის
Auee
28 მაისი 2016 01:47
0
მერე ვინ გითხრათ,რომ ვარსკვავებს ვწყვეტდით თქო?მაგრამ არსებული "სასტავი"წინაზე უკეთესი,ხომ უნდა იყვეს,აბა რა აზრი აქვს ცვლილებას,ასეა პოლიტიკაშიც,ახლანდელი მთავრობა,ხომ უკეთესი უნდა იყვეს წინაზე,აბა როგორ,მაგრამ თქვენ დაგაბრმავათ ბოღმამ და შურისძიებამ,თქვენს ხელში წინ კიარა უკან მიდის ქვეყანა,ყველაფერში და მათ შორი სპორტშიც,ასეა ეს და სპორტი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია,სადაც პოლიტიკა ჩაფლავებულია იქ სპორტიც და სხვა რამეც ჩასვრილია.
roma
28 მაისი 2016 01:39
0
ცხადაძის გათავისუფლების გამო და კობიაშვილის გაჯორების შედეგი თვალსაჩინოა. კობიაშვილს ...რ აქვს ეტყობა და არც ცოდნა. სამწუხაროდ ეს რეალობაა.
nika
28 მაისი 2016 01:39
0
აბა კაცო, ჯერ ახალკაცის და მერე დომენტის და არველაძეების დროს ხომ ვარსკვლავებს ვწყვიტავდით და აი კობიაშვილმა დაგვღუპა.
ROMA s
28 მაისი 2016 01:04
0
კაი კაცო,მართლა დამარცხდა,აუ ეს რა მომხდარა,მსოფლიო დონის სენსაციაა,ჩემო კარგებო აბა რას ელოდით,რომელი ვინმეს მომგებია ჩვენი ნაკრები,ახლა რუმინეთი დაგვამყნის და მერე ესპანეთი,ასეა ასე ჩემო კარგებო,კობიაშვილმა რა იცის ხალხო პრეზიდენტობის,ორ სიტყვას ვერ ამბობს გადამბულად,მაგრამ ეს ყველაფერი ბოღმიანი და ფულზე გაყიდული ვაი გულშემატკივრის ბრალია,ხოლო კობიაშვილი კალაძის კაცია,იმ 250 მილიონს ისე გააქრობენ ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდება,რატომ არ ამოიღეთ ხმა არჩევნების დროს,ხომ ყველამ ნახეთ როგორ აირჩიეს კობი,ხომ ნახეთ რა ფოკუსები ჩაატარეს,მაგრამ თქვენ ქართული ფეხბურთის კორიფეებო და ვითომ გულშემატკივრებო მაშინ დუმდით და შედეგიც სახეზეა,ასე იცის კალაძემა,ახლა იყავით და იშალეთ ნერვები,ახია თქვენზე.
ROMA
28 მაისი 2016 00:28
0
აკაკის ნაწილობრივ ვეთანხმები. ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და ზოგადად საშემსრულებლო ოსტატობა აკლიათ. ხშირად ელემენტარულს ვერ აკეთებენ. თუმცა ცხადაძეს შეეძლო ის სუსტი მოთამაშეებიც კი რაღაცნაირად განეწყო...
Temo
28 მაისი 2016 00:22
0
ქართული ფეხბურთი მკდარია და ღრმად არის ჩამარხული.
აქაც კარგი იყო და ღმერთმა იქაც ნათელში ამყოფოს.
ფიოლა
28 მაისი 2016 00:14
0
ეს ყველაფერში დამნაშავე არის, ,,, ფიფია, ფიფიაზე დამონებული კობიაშვილი და ქართული საფეხბურო სამყაროს მთლიანად, ცხადაძე რომ გააშვებინეს.
ggg
27 მაისი 2016 23:47
0
სლოვაკეთის დუბლებმაც უპრობლემოდ მოგვიგო! გოლი ისე გაგვიტანეს ბურთზე წესიერად ფეხი არც შეუხიათ ჩვენებს! სამარცხვინო ნაკრები გვყავს! გამოვა კიდე ეს ლევანა და რაღაც ზღაპრებს ყვება! ყველანაირი იმედი ჩაკლეს ჩემში გულსატკენია ასე დაბალი დონის გუნდის ყოლა! ჩვენ ისტორიას ნამდვილად არ ეკადრება, სად ნახეს ეს ვაისი თუ უისი ცხადაძე დააბრუნეთ!!!!!
guro
27 მაისი 2016 23:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული