ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

AutoSharing Option
27 მაისს ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:

"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.

შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან,
ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.

დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".
მკითხველის კომენტარები / 74 /
ასეთი თამაშით სადაც ყოველ კომპონენტში აგებ ორთაბრძოლებს როგორ შეიძლება იმაზე ფიქრი რომ შესარჩევ ტურნირზე წარმატებას მიაღწევ! ბეკენბაუერი და მურინიო რომ მოუყვანე მაინც ვერაფერს გააკეთებენ რადგან შემსრულებლები არ გყვანან! ტყუილად ნუ აბრალებთ მწვრთნელებს რა უნდა ქნას ვაისმა როცა ყველაფერს ეცადა გადაადგილებებიც იყო მაგრამ უშედეგოდ!მე მაინც მომეწონა ისევდაისევ ოქრიაშილი და ნავალოვსკის გარჯა, დინამოს ახალგაზრდა ბიჭებს კი სითამამე აკლდათ. და მაინც მგონია კარგად მუშაობა და დატუქსვა არ აწყენდათ ნაკრების ბიჭებს! როგორც გულშემატკივარი ვწუხვარ მაგრამ ნათქვამია ძალა აღმართს ხნავსო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს რას ვიზავთ რაც გვაქვს იმას მაინც უნდა ვუგულშემატკივროთ ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს!
Gocha Juve
28 მაისი 2016 13:45
0
Fabio kapelo da marchelo lipi ro dauyeno exla nakrebs,mainc araferi mnishvnelovani sheicvleba,saqme shemsruleblebshia,gadamwyvet momentshi pasi ar varga,an araswori mimartulebitaa gagzavnili..jer iswavlon win pasi da mere sheidzleba tamashze laparaki..eshiniat ashkarad win waigon burti da sul ukan agoraveben ushedegod..
Levani
28 მაისი 2016 13:39
0
გერმანია ზედა ზღვარი იყო ვინც ამას წერს კითხვა მაქ მასთან აპა ესტონეთი და პოლონეთში განადგურებარაღა იყო.გერმანიამ გადაგიარა თამაშით უამრავი მომენტი შექმნა და ჩვენი მეკარის საოცრებები როარა ანგარიში იქაც კატასროფული იქნებოდა რაც დამტკიცდა შემდგომ თამაშებში ან რომელი თამაშის სტაბილიზაციაზე არის საუბარი.როცა ფეხბურთელს არააქ ფიზიკა და ტექნიკაშიც მოიკოჭლებს გუნდის 90 პროცენტი თან სერიოზულად.დარხეულიაქ იმ ქვეყნის ფეხბურთს თან სერიოზულად სადაც ფეხბურთის ქომაგი ტკბება ესტონეთან განადგურებით დაამას რაღაც მითიური პროგრესით ხსნის რომელიც თურმე დამდგარი იყო.
qutaiseli
28 მაისი 2016 13:27
0
აუუუ ბოგანოოო, რაიოოოოოო, ცხადაძე რო ყოფილიყოოოოო. ფეხბურთს ვითამაშებდითო??
ყანააააააა. აუ რა საგოიმეთია!!!!!
ცხადაძე კი არა მსოფლიოს ყველა მაგარი ტრენერი რომ მოიყვანო, არაფერი გეშველება. რატო იცი? იმიტომ რომ ფეხბურთის განვითარება იწყება ქვემოდან. ჯერ ჩემპიონატი გაქ ნოლი, მერე ფეხბურთელები გყავს ნოლი, ახალგაზრდობა მოდის ნოლი, ამღზრდელები გყავს ლოთი/ნარკომანი/ძველიბიჭი და თურმე ცხადაძე უშველიდა ნაკრებსო.
ეხლა დავრწმუნდი რომ ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა არის სიშტერე, აი ტყემალზე სხედხართ და ბლის კურკებს ისვრით.
sasaciloa
28 მაისი 2016 13:05
0
–არაბიძე–რაღაც ხასიათები არ აქვს თურმე კარგი...18წლის ბიჭის აღზრდაზე უნდა იწვალო,თუ რთული ხასიათი აქვს!როგორც მწვრთნელი რაში იღებ ათიათასობით ლარებში თუ დოლარებში ხელფასს?თან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა საკუთრივ ფეხბურთში ნაშოვი ფულიდან!კეთილი ინებე და დაახარჯე მთელი საკუთარი ინტელექტი ,იშრომე!
– ყველაზე დიდი იმედები მქონდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე შულაიაზე(დევდარინმაც აღნიშნა,თუმცა შეცდა და რატომღაც ესპანეთთან არ დააყენა შემადგენლობაში,რაც მოგვიანებით აღიარა)...სად არის დღეს?არ ვიცით მოვლა–აღზრდა იმ იშვიათი ტალანტის ,ვინც გამოგვიჩნდება(ვინც კარგად იცის ქართული ფეხბურთის ისტორია,კარგად მოეხსენება,რომ დაახლოებით ათი წელი ველოდებოდით ძლიერი გუნდის შექმნას დინამოში)
ზაზა
28 მაისი 2016 12:54
0
ცხადაძე ჯობდა. ეს მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს.
ჯამწბული
28 მაისი 2016 12:46
0
ხალხნო ნუ იგლიჯავთ ნერვებს, დარწმუნებული ვიყავი ასე რომ იქნებოდა, რუმინეთთანაც წავაგებთ ესპანელები გადაგვირბენენ და ამ წაგებების მერე დიდი ალბათობით გაუშვებენ ამ .... ნაკრებიდან და მოიყვანენ გეგუცაძეს! ტავიდანვე ეგ ჩანაფიქრი იქყო უბრალოდ პირდაპირ გეგუჩაძის მოყვანა არგამოდიოდა თავს იწვავდნენ, რაში იწვავდნენ თავს? იმაში რომ გია თავიანთი კაცია.. პირველ რიგში ფიფიას აწყობს გეგუჩაძე ნაკრებში! ისე ამ ჯოგს ვინც გინდა მოუყვანე მწვრთნელი შედეგი მაინც არიქნება.. მოკლედ მეგობრებო აგერ თქვენ აგერ მე, მოვითმინოთ კიდევ 2 ამხანაგური და ვაისი წავა სახლში!!! 21 წლამდელები გავიყვანოთ დავამატოთ 3-4 კაცი ეროვნულიდან და უკეთეს სედეგს დადებენ.. ლორია-კაშია-კანკავა-ოქრიაშვილი, ამათ თუ დაუმატებ 21 წლამდელებს კიდევ ვიმეორებ უკეტესი გუნდი იქნება, მონდომებით ითამაშებენ და სირბილი არდაეზარებათ. პ.ს. საქართველოს ჩემპიონატის 11-საუკეთესო ნაკრები მოუგებს ამ ჩვენს ვითომ ლეგიონერებით გავსებულ ნაკრებს.
(C)
28 მაისი 2016 12:28
0
მეგობრებო, აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ვარსკვლავებს წყვეტენ ან ტექნიკით ან ფიზ.მომზადებით,ან თუნდაც, შემართებით.
მაგრამ ჩვენს ნაკრებს, დღეს, დღევანდელი ფეხბურთელებით, დღევანდელ სიტუაციაში აქვს თავისი შესაძლებლობის რაღაც ზღვარი (ზოგ ნაკრებს უფრო მეტი, ზოგს – ნაკლები). მე ვთვლი,რომ ჩვენი ნაკრების ზედა ზღვარი გერმანიასთან გამართულ მატჩში გამოჩნდა. და ნაცვლად იმისა, რომ ის დასტაბილურებულიყო, ისევ ფსკერისკენ დავეშვით.
GOALER
28 მაისი 2016 12:28
0
რა საჭირო იყო ამ კაცის მოყვანა ცოტა დაეცადათ თვის ცხადაძეს ნაკრები ბევრად ჯობდა ამას
ვილკპ
28 მაისი 2016 12:15
0
მწვრთნელს ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ მაშინ როცა ფეხბურთელები არ დარბიან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მწვრთნელს და ქვეყანასაც გაუჩალიჩეს, ნამდვილად არ ვიცი რისი იმედი უნდა გვქონდეს, იქნებ მართლა ქონდეს აზრი ეროვნული ნაკრების დროებით გაუქმებას.
ლაშა
28 მაისი 2016 12:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული