23:52 03-06-2016
საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში განადგურდა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში ქართველი ფეხბურთელებისთვის კოშმარულად პირველი წუთებიდან დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე ლაშა დვალმა როინ კვასხვაძეს მშვიდად დაუგორა ბურთი, იქვე ახლოს მყოფი ადრაინ პოპა კი ვერ შენიშნა, რომელმაც დაასწრო საქართველოს ნაკრების მეკარეს და ანგარიში გახსნა.
აქედან ერთ წუთში უკვე მასპინძელთა იერიშის დროს ბურთი საკუთარ კარში კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ჩაჭრა - 2:0.
მე-18 წუთზე უჩა ლობჟანიძის უყურადღებობით ბოგდან სტანკუმ ისარგებლა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი საქართველოს ნაკრების ხარიხას მოხვდა. 21-ე წუთზე კი კვასხვაძის კარი ძელმა მას შემდეგ იხსნა, რაც ადრიან პოპამ დუბლის შესრულება ძლიერი დარტყმით დააპირა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ვითარების გამოსწორება ცვლილებით და თავდასხმის ხაზის გაძლიერებით სცადა - 34-ე წუთზე დვალის ნაცვლად მოედანზე ლევან მჭედლიძე შეუშვა, მაგრამ... შესვენებამდე დასამახსოვრებელი მხოლოდ ვალერი ყაზაიშვილის სახიფათო, მაგრამ უშედეგო დარტყმა იყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ ბავშვური შეცდომა დაუშვა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზმა და ანგარიში 3:0 გახდა - მესამე გოლი კვასხვაძეს 49-ე წუთზე მასთან პირისპირ გასულმა ნიკოლაე სტანჩუმ გაუტანა.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - გიორგი ნავალოვსკის ნაცვლად მოედანზე ჩეხური "ტეპლიცეს" 29 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე შევიდა. ცისკარიძემ ნაკრებში სადებიუტო მატჩში ჩართვიდან ზუსტად ხუთ წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა - მარცხენა ფრთიდან რუმინელთა საჯარიმოში ჩააწოდა, ლევან მჭედლიძემ კი დასწრებაზე მცველს აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა - 1:3.
სხვათაშორის, მალევე ცისკარიძეს გოლის გატანის შანიც ჰქონდა, მაგრამ ვარდნაში მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.
სამაგიეროდ, არ ასცდა ბურთი საქართველოს ნაკრების კარს მე-80 წუთზე, როდესაც დაცვაში ქართველი ფეხბურთელების მორიგი გაუგებარი მოქმედების შემდეგ, კვასხვაძესთან პირისპირ ალეკსანდრუ კიპჩუ და გაბრიელ ტორჟე დარჩნენ. ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში აუღელვებლად შეაგორა და ანგარიში 4:1 გახადა.
საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე დაფიქსირდა - კვასხვაძის კარში ბურთი ამისულაშვილის ფეხიდან მეორედ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კლაუდიუ კეშერიუმ შორიდან ძლიერად დაარტყა...
ევროპულ შეკრებას ვლადიმირ ვაისის კრებული 7 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, დვალი (34, მჭედლიძე), ნავალოვსკი (64, ცისკარიძე), კაშია, ამისულაშვილი (კ), აბურჯანია (65, კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი (78, ქვილითაია).
მკითხველის კომენტარები / 202 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მრცხვენია რა მრცხვენია
0
0
5 ნომერი შე ნაციონალო :დ :დ :D :დ :D :D
0
0
ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში,სანერვიულო არ გვექნება მაინც.
0
0
ქეძბა უნდა მოვიყვანით ისევ,მაგის გინება თუ გამოაფხიზლებს ამათ!
0
0
წინასწარ გითანაგრძნობთ ყველას ესპანეთთან თამაშის წინ ვისაც ფეხბურთი გიყვართ კობიაშვილი შენ აღარ გეხება ეს შენ ხარ პასუხისმგებელი ამ უმსგავსობაზე თევზი თავიდან ყროლდება ააყროლა თავში და შედეგებს იმკის მთელი ქვეყანა
0
0
ამაზე კობიმ უნდა აგოს პასუხი, ცხადაძე ჯობდა. გულშემატკივრების ბრალიცაა ამდენს, რომ ვითმენთ. თვითონ ხომ მილიონებს იჯიბავენ , კაპიკების შემყურე ხალხის ხარჯზე. ახლა გამოვიდეს ვინმე და გაგვცეს პასუხი, ბოდიშის მოხდასაც ხომ ვაჟკაცობა უნდა.
0
0
სანტერესოა როგორ გამოვლენ "ბიჭები"ესპანეთის წინააღმდეგ და რა ნამუსით უნ და დადგნენ ეროვნუი ჰიმნის დროს ? როგრცო ძველ თბილისური გამთქმა გვეუბნება "დაიშაონ ბიტლებივით" და სხვა მხარეს გაიხედოს მწვრთნელმა, ოღონდ საითხი იმაში დგას რომ არ ავუტეხოთ ყიჟინა გულშმატკივრებმა დაჟურნალისტებმა "ვის იზახებ ნაკრეში ამთ თუ ტოვებო". ესენი შუა ზღვაში უნდა გადაყარო გემიდან ყველანარი დახმარების გარეშე , მხოლოდ ხუთი კაცის გარდა, მიკერძოეაში ნუ ჩამომართმევთ, ესენი არიან... კვასხვაძე. კვერკველია, კაშია, ყაზაიშვლი, ცისკარიძე... დანარჩენი ნაკრების გარეტ , მორჩა, ვსიო !
0
0
კობიაშვილი ეს ცოდვა შენ კისერზეა და ვერ გაექცევი..კაცმა გუნდი გაკეთა და გააგდე სირცხვილია. ამ უთამოყვარო ფეხბურთელების ყურება.
0
0
ძალიან სამარცხვინო გუნდია.პირადი და სხვისი ამბიციების დაკმაყოფილების გამო,კობიაშვილი და მისი ბანდა სულ კინწისკვრით გასაგდებია ბეხბურთის ფედერაციიდან.ცხადაძის დროს გუნდი ძლივს გუნდს ემსგავსებოდა და როგორ უნამუსოდ მოგვისპეს ყველა იმედი?!
0
0
არველაძეების დათესილს ვიმკით ფედერაციაში მიდიან ფულის საკეთებლათ და არა საქმის საკწთებლათ
0
0
< წინა12345678910შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (202)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული