ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
7 ივნისს მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!

მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.

52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების
შემდეგ საჯარიმოში ერთმანეთს თავებით ნუკრი რევიშვილი და სერხიო ბუსკეტსი შეეჯახნენ. შედეგად რევიშვილს წარბი გაუსკდა და ის როინ კვასხვაძემ შეცვალა, ხოლო ბუსკეტსმა თამაში განაგრძო.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, რა დროშიც ესპანეთი ლამის მთელი გუნდით გადავიდა საქართველოს ნაკრების ნახევარზე. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარში დარტყმა გიორგი ჭანტურიამ შეძლო, მაგრამ მცველს ბურთი სახეში გაარტყა.

საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მადრიდი, "კოლიზეუმ ალფონსო პერესი"
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო
მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე
მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი
მკითხველის კომენტარები / 82 /
სულ ცოტა ხნის წინ კომენტარებში ბევრი სხვადასხვა 'წინასწარმეტყველება' გვახსოვს გაკეთებული მაგალითად, სფფ-ზე, ვაისზე, გაგუჩაძეზე და ასე შემდეგ. ფაქტი კი ერთია ვაისის საქართველოს ნაკრებმა შეძლო ის რაც მას არც ერთი სხვა მწვრთნელის ხელში არ ღირსებია-- მსოფლიო ფერხბურთის გრანდის დამარცხება თან მისსავე მინდორზე. ცალი ფეხით გვეტამაშებოდა ესპანეთი თუ სამით, ეს უკვე ისტორიულ ფაქტს ვეღარ შეცვლის რომ საქართველოსთვის აწი წარმატების საზომი გერმანიასთან საპატიო მარცხი 1:2 კი არ არის, არამედ ესპანეთთან მოგებული თამაში ესპანეთში. მორჩა, ახალ რეალობაში ვართ დღეს, და ვერანაირი 'წინასწარმეტყველებები' ამას ვეღარ შეცვლის. გუშინდელმა დღემ წარმატების თამასა ისტორიულად ახალ სიმაღლეზე ასწია. სასურველი იქნებოდა მეტი ანგარიში გავუწიოთ ხოლმე ფაქტებს და არა საკუთარ მოჩვენებით ყოვლისმცოდნეობას.
გიორგი
15:29 08-06-2016
0
გაოგნებული ვარ სიტყვებით ვერ გადმოვცემ გუშინ რაც მოხდა იმ სიხარულს... კომენტარებს ვკითხულობ და გული მისკდება რა გჭირთ ხალხო ესეთი დღეები თითზე ჩამოსათვლელია საქართველოსთვის და ამაზეც უკმაყოფილოები ხართ ესპანეთმა დაგვინდო ესპანეთმა ძალით წააგო ესპანეთს ეძინა ნეტა ყველა ეგრე გვეთამაშებოდეს და გვაგებინებბდეს თამაშებს არ გინდათ?? რაგბში რუსეთს და რუმინეთს რო ვუგებთ მაგაზე წევთ პანიკებს რო უძლიერესი გუნდი გვყავსო და გუშინ მოვუგეთ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ეს ისეთი პონტია რაგბში მინიმუმ ავსტრალიას რო მოვუგოთ... კომენტატორებს კიდე ერთი მაგათ ვთვლიდი წესიერებად და რა იყო ეს ესპანეთის 1 ეწერათ მგონი და ცუდად იყვნენ რო ვიგებდით
effe
13:18 08-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული