ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი - ამ კვირაში გერმანია, საფრანგეთი ან ესპანეთი

AutoSharing Option
სულ მალე უნდა გაირკვეს, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის თორნიკე ოქრიაშვილი. ის ჯერაც მის ყოფილ კლუბ ბელგიურ "გენკში" ვარჯიშობს, თუმცა ამ გუნდში რომ არ დარჩება, ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ოქრიაშვილის გადაბირება ძალიან უნდა რამდენიმე რუსულ კლუბს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ურალი", სადაც სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ჭანტურია ჩაირიცხა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკეს რუსეთში კარიერის გაგრძელება არ სურს.

ეს სწორი მიდგომაა. ჯერ ერთი, საშუალო რუსულ კლუბში პროგრესზე ფიქრი ძნელია და მეორეც - ჩვენებურს საინტერესო ვარიანტები აქვს ევროპიდან.
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, ადვილი შესაძლებელია, მომავალ კვირას ოქრიაშვილი გერმანული, ფრანგული ან ესპანური კლუბის წევრი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მან გაუტანა ერთადერთი გოლი ესპანეთს ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში, რამაც, სავარაუდოდ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ