ვლადიმირ ვაისი: ნაკრები ოჯახივითაა - თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, უნდა დატუქსო!

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" გამართავს.

"მიხარია არდადეგების მერე აქ ჩამოსვლა. პირველი მატჩისთვის მაქსიმალურად ნაყოფიერად მოვემზადებით. შეკრებას 29 აგვიტოს დავიწყებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ავსტრიასთან მატჩისგან ყველა კარგ ფეხბურთსა და დადებით შედეგს ელის და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

თუ ვინმეს აინტერესებს, რას ვაკეთებდი ამხანაგური მატჩების შემდეგ, ვეტყვი, რომ ჩვენი ჯგუფის მეტოქეების თამაშზე დაკვირვებით ვიყავი დაკავებული. ვეცადე, შემესწავლა მეტოქეები...

ნაკრების რამდენიმე პოტენციური ფეხბურთელი ვნახე, რომლებსაც გაფართოებულ შემადგენლობაში ვუხმე. გუნდში ზოგი უგუნდოდაა, ზოგს ტრავმა აქვს...

გაფართოებულ სიაში თბილისის "დინამოდან" ბევრი ფეხბურთელია. ამ გუნდის თამაშებს დავესწარი და კარგად დავაკვირდი მათ. "დინამო" ქვეყნის ჩემპიონია და ამიტომაცაა ნაკრებში ამ კლუბიდან უფრო მეტი ფეხბურთელი, ვიდრე სხვა ქართული გუნდიდან.

ვერ დავეთანხმები აზრს, რომ "დინამოს" ფეხბურთელები ცუდ ფორმაში არიან - გაითვალისწინეთ ევროტურნირებზე მათი მეტოქეების დონე. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ცხადია, არ გაუმართლათ. გუნდმა კარგად დაიწყო, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობიდან ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა...

ჯიღაური ესპანეთშიც მყავდა და ძალიან მომეწონა. პაპუნაშვილი ჯერ ფორმაში არაა, მაგრამ ვიცი მისი შესაძლებლობები და ძალიან მომწონს; უჩა ლობჟანიძესა და ალექსანდრე ამისულაშვილზე გამოცდილი თუ მეყოლება ვინმე, იმას დავაყენებ, მაგრამ ასეთი ჯერ არავინ ჩანს...

ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ ნუკრი რევიშვილს ტრავმა აქვს, ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია იქნება. მის თამაშებს ვუყურე, საკმაოდ კარგ ფორმაშია და არჩევანს სწორედ მასზე გავაკეთებ.

ნაკრები ოჯახივითაა - თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, უნდა დატუქსო. ესპანეთში გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით ზუსტად ამას ვუწოდებ. ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა ჰქონოდა.

ფეხბურთელებს ხშირად ვაკრიტიკებ, მაგრამ ამას ცუდი მიზნით არ ვაკეთებ. მინდა ამას დადებითი ეფექტი მოჰყვეს და ვთვლი, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინითა და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს შანსი ექნება, კარგი ფეხბურთი აჩვენოს", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
Es vaisi xo kargadaa? kankavaze jigrit motamashe fexburtelebi bevri gvyavs.
Levani
20 აგვისტო 2016 17:54
0
მე ფეხბურტის ტამასჰი არ მინდა :)) ვეტერანებს მივეკუტვნები უკვეე ფეხბურტისტვის, მარა აი დიდი სიამოვნებიტ, ხალხის არჩეული ნაკრებით ვეთამაშებოდი ეროვნულ ნაკრებს და დაუმტკიცებდით რომ არ მიდიან სცორი მიმართულებით, იმედნი არ გამოიძახეს ნაკრებში რომ ერტი კაი ნაკრები გამოვა,
CHumad
20 აგვისტო 2016 13:41
0
როგორც ჩანს, წინა შეკრებაზე გამოთქმული პრეტენზია კანკავას ეხებოდა...
Kote
20 აგვისტო 2016 10:32
0
სად არია ჯაბა , როგორ შეიძლება გუნგში კაპიტანი არ გამოიძახო (((
zaza
20 აგვისტო 2016 01:50
0
მე ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რომ ამ შესარჩევში პირადად თქვენ გაუძღვეთ საქართველოს ნაკრებს როგორც მთავარი მწვრთნელი ან მინიმუმ გუნდის კაპიტანი...
CHumad---s
19 აგვისტო 2016 19:02
0
გამოვდივარ იდეით კობიაშვილო ერთხელ ხალხის ჩვენი არჩეული ფეხბურთელებით ათამაშეთ ამხანაგური ოფიციალურს არ გთხოვთ ხალხის არჩეული ნაკრებით იქნებ მასე მაინც რაგაცა გამოვიდეს, ვინ მეთანხმება, ხალხო ჩვენ ვერ შევარჩევთ ამატზე კარგ ნაკრებსს???
CHumad
19 აგვისტო 2016 16:59
0
Koveltvis vicavdi kartul pexburts kritikosebisgan és cinikosebisgan magram dges rac xdeba kartul pexburtshi es ukve autanelia.netav ekvsi tvit damnishnavdnen pederaciis prezidentad da ganaxebdit sazirkvelis hakra saidsn unda daiwkos da ra motivacia unda kondes nebismier kartvel penúries.
KaxaKaxan
19 აგვისტო 2016 16:54
0
"დინამოდან" აპირებს თურმე..! ვაისი არა შვარცი..! არა, სად პოულობენ და რაში უხდიან ამათ, ამდენს? თუმცა ნორმალური ვინ წამოვა აქ!
neo
19 აგვისტო 2016 15:40
0
მერება, გოგუა, მარცვალა, ლიპარტია, მოდებაძე, მახარაძე.
გიო
19 აგვისტო 2016 15:32
0
გოგუა და არაბიზე რატო არ არიან
ბაჯო
19 აგვისტო 2016 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული