ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

AutoSharing Option
დღეს მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ის საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ევრო 2016-ის 23-ეულიდან ხუთი ცვლილებაა, აქედან 4 დებიუტანტია.

ავსტრიის ნაკრების სია საქართველოს ნაკრებთან თბილისური მატჩისთვის ცნობილია

ევრო 2016-ის ჩაგდების შემდეგ ავსტრიაში უფრო კარდინალურ ცვლილებებს ელოდნენ:

"ეს არ არის ახალი ავსტრიის ნაკრები, ჩვენ კი არ ვიწყებთ, არამედ ვაგრძელებთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან თამაშს, ის მძიმე იქნება, რადგან მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველო ბოლო კალათიდან გვერგო მეტოქედ.

საფრანგეთში განცდილი კრახი ჯერ არ დაგვივიწყებია, კიდევ
ბევრი რამ არის გასაანალიზებელი", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ავსტრიელთა თავკაცმა.