ხორვატიამ ისტორიაში პირველად მოუგო საფრანგეთს - აქამდე 6 მატჩი ჰქონდა წაგებული, 3-ჯერ კი ფრეს მიაღწია.
საფრანგეთი ზედიზედ მეორედ ვეღარ მოიგებს ტურნირს და თუ 22 სექტემბერს ავსტრიასთან დამარცხდა, შეიძლება B დივიზიონში დაქვეითდეს, სადაც დაწინაურების კარგი შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს აქვს.
ამავე ჯგუფში დანიამ სახლში ვინდისა და ოლსენის გოლებით ავსტრიას 2:0 სძლია.
4 ტურის შემდეგ 9 ქულით ლიდერი დანიაა, 7 ქულით მეორე ადგილზე ხორვატიაა, 4 ქულით მესამეზე ავსტრიაა, ხოლო 2 ქულით აუტსაიდერი საფრანგეთია.