
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უელსთან 1:2 დამარცხების შემდეგ ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი ფრანკო ფოდა გადადგება.
ფოდასთვის ნაკრების სათავეში ბოლო მატჩი 29 მარტს შოტლანდიასთან ამხანაგური შეხვედრა იქნება.
გერმანელი ავსტრიის ნაკრების მწვრთნელად 2017 წელს დანიშნეს და გუნდი ევრო 2020-ზე გაიყვანა, სადაც 1/8-ფინალში მომავალ ჩემპიონ იტალიასთან დამარცხდნენ.