ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ალექსანდრე იაშვილი: ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც ადამიანი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული ნაკრებიდან ალექსანდრე ამისულაშვილის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" მცველის განცხადება ეროვნული ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით დღეს, 9 სექტემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.

"ალექსანდრე ამისულაშვილი 14 წლის მანძილზე იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.

ალექსანდრე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, აქვს უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ სამაგალითოა ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ის ძალიან დააკლდება ჩვენს ნაკრებს როგორც მოთამაშე და როგორც
ადამიანი.", - ციტირებს იაშვილს სფფ-ს ოფიციალური საიტი.

თბილისის "დინამოს" 34 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში, რომლის ღირსებას 19 წლის ასაკიდან იცავდა, 49 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ოთხი გოლია. ბოლოს ალეკომ საქართველოს ნაკრებში ავსტრიის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში (1:2) ითამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ