საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შესარჩევში საქართველოს ნაკრების პირველი საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ რეჯიმში გაყიდვა 20 ოქტომბერს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე შეუძლია: www.tkt.ge/geovsmol

ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მატჩის ბილეთების გაყიდვა "დინამო არენას" სალაროებში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

12 ნოემბერს, 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა მისასალმებელია. აღარ გვიწევს მოლარეებისთვის ხვეწნა მუდარა და გადამყიდველების აშენება. რაც შეეხება ფასს, მოლდოვაა და 25 ლარი ძვირია. უნდა ყოფილიყო 5, 10 და 15 ლარი.
Georgian
21 ოქტომბერი 2016 02:04
0
Vasasi რეგიონში ტომრებით ბილეთების ჩატანას ინტერნეტით გაყიდვა ჯობს მემგონი. ამ ხალხმა ოღონდ კრიტიკული კომენტარი წეროს და შინაარს არ უკვირდებიან. ზოგს tkt არ მოწონს, ზოგს უკვირს რატო ღირს ტაბლოს ქვეშ ბილეთი 5 და უკეთეს ადგილას 10 ლარი...მემგონი უფასოც რო იყოს ბილეთი,წამსვლელი არ არის სტადიონზე ეს კატეგორია
აქაური
20 ოქტომბერი 2016 22:04
0
გაივსება სტადიონი, ფასი მიუწვდომელი არ არის, მთავარია იმედი იყოს. ვინც რაიონში ცხოვრობს ონლაინში იყიდონ, ეგ არაა პრობლემა. დღეს ინტერნეტი ყველას აქვს.
Biletebi
20 ოქტომბერი 2016 21:59
0
რაგბის კავშირი არ ადებს 10 ლარს ბილეთს)) კარგი გადავიხადე 10 ლარი ადგილებს შევხედე და რა თანხასაც ვიხდი იმ ხარისხის ადგილები არ მხვდება არის სადღაც მაღლა უკან)) ნუ შევადარებთ ევროპულ ატმოსფეროს, ისინი ჩვენზე კარგადაც ცხოვრობენ და ფეხბურთელებიც შესაბამისი დონის ფეხბურთს უჩვენებენ))
svani
20 ოქტომბერი 2016 21:14
0
მარტო ეროვნულ სტადიონის სალაროებში იყიდება ბილები??? მე პირადად თბილისელი ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები ყოველთვის ასე რატო ხდება? ეს ნაკრები ყველასია და ფედერაცია რატო არ ცდილობს ბილეთების რაგაც ნაწილი რო გადანაწილდეს სხვა რეგიონებშიც, ხალხი ცოდოა , იქნებ როგორ უნდა ბილეთის ყიდვა , ზოგს შვილის წაყვანა უნდა ეგება?! ერთი ნორმალური სტადიონია ქვეყანაში და ეგეც რო სანატრელი გაგიხდება.../ ფედერაციამ უნდა იზრუნოს და ყველა ნაკრების თამაშის ბილეთები მინიმუმ 200-200 მაინც უნდა გაყიდოს სხვადასხვა ქალაქებში. და კიდე მოუგვარებელი და დაუძლეველი პრობლემა , გასვლით თამაშების ბილეთების ყიდვა სასწაულის ტოლფასია , უელსთან თამაშს ველოდებოდი და ბილეთი ვერ ვიყიდე, შეუძლებელი იყო უბრალოდ, და ამისათვის საჩიროა გაინძრეს ფედერაცია და გაყიდოს ინტერნეტით ეს გასვლითი თამაშების ბილეთები...
Vasili
20 ოქტომბერი 2016 20:22
0
5000 კაციც არ მივა 100 ლარი დაადონ თუ უნდა ტავსი ქვა უხლიათ ჭკუა ვერ ისწავლეს დაადე ათი ლარი გაავსე სტადიონი და აიღე სამჯერ მეტი ფული რაგბისგან რამე ისწავლეთ
912
20 ოქტომბერი 2016 20:18
0
გადახდა არ უნდა ხალხს ფულის ბილეტში. და ისე ტოტალიზატორის ბილეტებსჰი კარგად იხდიან ფულს)))
xorxe
20 ოქტომბერი 2016 18:35
0
svani-ო. ყოველთვის კარგი აზრებით გამოირცევი, მაგრამ ახლა ვერ მივხდი რა გინდა. უფრო სწორად შინაარსია გაუგებარი.
koka
20 ოქტომბერი 2016 17:41
0
მართალია
dda
20 ოქტომბერი 2016 16:34
0
კარგი რა 20 ლარი რომ ეღირება მეორე სართული და 5 ლარი ღირს ტაბლოსთან და მიმდება ტერიტორიებთან დაჯდომა ნუ მერე გაგიკვირდებათ ხალხი იმდენი რატომ არ მოდის რამდენიც საჭიროაო!!)))
svani
20 ოქტომბერი 2016 14:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული