ვლადიმირ ვაისი: მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 21 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა, სადაც ირლანდიისა და უელსის ნაკრებებთან განვლილი მატჩები შეაფასა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ვფიქრობ, ორივე თამაშში განსხვავებული ტაიმები ჩავატარეთ. ირლანდიაში პირველ ტაიმში უფრო მეტად ვუტევდით, უელსში კი - მეორე ნახევარში. ეს ყველაფერი მეტოქის სიძლიერიდანაც გამომდინარეობდა.

ირლანდიაში რამდენიმე რეალური მომენტი შეგვექმნა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და ეს არა იღბლის, არამედ ფეხბურთელთა კლასის ბრალია.
ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, ნაკრებმა ყველაზე კარგი თამაში უელსთან მეორე ტაიმში აჩვენა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ახალგაზრდული გუნდია... აქ ბევრი ფეხბურთელია 23-24 წლამდე, რომელიც სწავლობს და მომავალი კარიერისთვის ემზადება. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია არიან, 1-2 წელიწადში ბევრად უკეთესები და გამოცდილები იქნებიან და ნაკრებს ძალიან გამოადგებიან.

გვქონდა პრობლემები სტანდარტულებზე... სტანდარტულების დროს დაცვის თამაში შევცვალეთ. ჩემს მოსვლამდე დაცვა 1-1-ზე თამაშობდა, მე კი ზონური დაცვა დავნერგე. ვერავის დავუმტკიცებ, რომ ერთი სისტემა მეორეს სჯობს, მაგრამ პირადად მე ზონური დაცვა მომწონს, ამას ვანიჭებ უპირატესობას...

არ ვფიქრობ, რომ ფორვარდების პრობლემები გვაქვს. პრობლემა მათი უთამაშებლობა და ფიზიკური მომზადებაა. იგივე ლევან მჭედლიძე კარგი ფორვარდია, მაგრამ ფიზიკურად 100%-ით მზად რომ ყოფილიყო, მეკარესთან პირისპირ გასული ალბათ გაიტანდა. ჩვენ სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ ფეხბურთელები ნაკრებში 100%-ით იყვნენ მზად.

მოგება მეც მინდა, მაგრამ ასეთი ფიზიკური მომზადებით ჯერ გვიჭირს. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი გამოიცვალა და ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა, რომ მათ კლუბებში არ ეძლევათ სათანადო სათამაშო დრო.

ეს ყველა ფეხბურთელს ეხება - თუ ნაკრებში კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ჩამოვლენ, საწადელ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ტრავმები ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, ტრავმა მიიღო და კაკაბაძეს მიეცა შანსი, რომელმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ის და გვილია ნამდვილი სიურპრიზები არიან - ორივე ქართული ფეხბურთის მომავალია. მათ დაგვანახეს, რომ მწვრთნელის ნდობის შემთხვევაში, მზად არიან ნაკრებს გამოადგნენ. მომავალში მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, იქნებიან თუ არა ძირითადში.

საქართველოს ნაკრების შეტევაში კონკურენცია დიდია და ეს მახარებს. მცველებში გვიჭირს - რთული წარმოსადგენია, რას გავაკეთებთ იგივე კვირკველია ან კაშია რომ არ გვყავდნენ.

გუშინ ჯაბა კანკავასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მითხრა. რომ გამოკეთდა და შაბათს უკვე გუნდის შემადგენლობაში იქნება... ეს ძალიან მახარებს. ახლა მას 3-კვირიანი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ნაკრებსაც დაეხმარება.

ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტი არ არის და ჩვენ სიურპრიზების გაკეთება შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ამ ტურში  ფავორიტები ერთმანეთში თამაშობენ, ჩვენ კი მოლდოვას ვხვდებით, სადაც ფავორიტის სტატუსი გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იოლი მატჩი გველის. მიხარია, რომ ამ მატჩისთვის გუნდის მოსამზადებლად საკმაო დრო მაქვს. იმედია, მომენტების რეალიზებას უკეთ შევძლებთ მომდევნო შეხვედრებში.

ვნახე მოლდოვას ნაკრები. ეს გუნდი დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად თამაშობს, გოლები კი ინდივიდუალური შეცდომების გამო გაუშვეს. ფიფას რეიტინგში მოლდოვასთან ახლოს ვართ. ვფიქრობ, ისინი აქცენტს კონტრშეტევაზე გააკეთებენ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და იოლ მატჩს არ ველი.

გასულ თამაშებში ხუთმა ფეხბურთელმა უკვე მიიღო ყვითელი ბარათი და მოლდოვასთან მატჩისთვის ამაზეც უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ვაისმა.

- ვაისი ჭანტურიაზე: გასახდელში მოხდა ის, რის გამოც აღარ გამოვიძახე
- ვლადიმირ ვაისი: ჯაბა ლიპარტია მოლდოვასთან გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაის, წაი ბიძია შინ..
ყური მიგდე
24 მარტი 2017 08:52
0
მოლდოვასთან გამოჩდება რა შეგვიძლია
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
22 ოქტომბერი 2016 13:24
0
ჰო, ჰო,ტრენერს მიაწექით.
არ აცალოთ ტრენერს გუნდის დაყენება. არიქა სასწრაფოდ ჭანტურია და მისი მსგავსნი ნაკრებში.
მერე აქ იგინეთ ტრენერის ბრალია მოლდოვასთან რომ წავაგეთო.
hoo
22 ოქტომბერი 2016 10:54
0
ისეთივე სერიოზულობით უნდა მივუდგეთ მოლდოვასთან თამაშს როგორც უელსთან.პრინციპული კონცეპციით და შინაგანი კონცენტრაციით.
ilia
22 ოქტომბერი 2016 08:43
0
კაკაბაძე უნდა იყოს ძირრითადში
Leo
21 ოქტომბერი 2016 18:51
0
ნაკრების ფეხბურთელება თვითონ უნდა იმუშავონ თავიანთ თავზე კლუბებში რა თქმა უნდა იქ მომუშავე მწვრთნელების დაკვირვებით,ნაკრებში ფეხბურთელს ვერ მოამზადებ ფეხბურთელი ნაკრებში მომზადებული უნდა მოდიოდეს,ფეხბურთელები მაღალი პროფესიონალიძმით უნდა მიუდგნენ ამ საქმეს.
bebeto
21 ოქტომბერი 2016 18:30
0
უჩა ლობჟანიძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა კაკაბაძე აშკარად ჯობია.
რამო ბათუმი
21 ოქტომბერი 2016 17:54
0
გაბალასთან გამოჩნდა, შენ ჭიჭვეიშვილებთან და სევასტი თოდუებთან სირბილი, ბეილთან სირბილი არ გეგონოს, კვირკველიამ სულ რო 3 თვე არ ითამაშოს, სამტრედიის ფეხბურთელებს მაინც ჯიბეში ჩაისვამს, ფიზიკური მომზადებითაც, საქმე იმაშია რომ, ბეილისთვის და რონალდოსთვის უნდა იყვენენ ფიზიკურად მზად
jango-ს
21 ოქტომბერი 2016 16:11
0
ნაკრების დონეზე იოლი თამაშები არარ არსებობს. რაც დრო გავა, გუნდები უფრო და უფრო დაეწევიან ერთმანეთს, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების დონით. მოლდოვასთან თამაშს სერიოზულად უნდა მომზადება გუნდისათვის და გულშემატკივრებიც არ უნდა ვიყოთ იოლი გამარჟვების იმედზე.
tngh
21 ოქტომბერი 2016 15:52
0
ფიზიკურად მომზადებული ხალხი თუ გინდა ვალოდია, გაიყვანე სამტრედია ნაკრების მაგივრად, აი იქ ფიზმომზადება მართლაც მაღალ დონეზეა, ისეთზე როგორზეც არცერთი კლუბი არ არის, ამას თვით ფიზმომზადების გენიოსი და სუპერ გურუ, გუჯა კახიძეც კი სცნობს!
Jango
21 ოქტომბერი 2016 15:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული