ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დღეს ისტორია დაწერა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიერ იტალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფშია!

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაკრებმა დღეს ისტორია დაწერა. ზუსტად ორი წლის წინ, როცა მათ პირველად შევხვდით, დარბაზიც კი არ ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ მაისურებზე. დღეს მთელი საქართველო მათ გვერდითაა.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებს ყოველდღე ვხედავ. მათში ერთიანობას ვხედავ და დამეთანხმებით, რომ ეს მართლა ასეა. ეს ერთი ოჯახია და რასაც დღეს მიაღწიეს, ჩემთვის
წარმოუდგენელია.

მინდა, სათითაოდ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, მედიას მადლობა გადავუხადო. საქართველოში ფუტსალს რომ დიდი პერსპექტივა აქვს, ამას ყოველთვის ვიძახდით და დღეს ამ ნაკრებმა ეს დაადასტურა", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული