წილისყრამ "იბერია სტარს" უეფას თასზე ისევ "დიორი ეტო" შეახვედრა

AutoSharing Option
ევროპული ფეხბურთის მთავარ ოფისში, ნიონში, უეფას თასის წინასწარი და შესარჩევი ეტაპების წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" 1-6 ოქტომბერს უნგრეთში "დიორ ეტოსთან" ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს იბერიელები დასრულებული გათამაშების ელიტრაუნდზეც დაუპირისპირდნენ.

მეორე შესარჩევი ჯგუფის სხვა მეტოქეები წინასწარი ეტაპის "დ" და "ე" ჯგუფების გამარჯვებულები იქნებიან.

D ჯგუფი: "ასა ბენ-გურიონი" (ისრაელი), "ტანგო სარაევო" (ბოსნია), "რექსემი" (უელსი).
E ჯგუფი: "ჟელეზარეცი" (მაკედონია), "გრანდ პრო" (ბულგარეთი)*, "შაუმიანი" (სომხეთი), "ენკამპი" (ანდორა)

პირველი ჯგუფის მატჩები უელსში გაიმართება, მეორისა - ბულგარეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული