საქართველო-თურქეთი 5:2 - გაწევ-გამოწევა და მეკარის გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 დეკემბერს, სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ 5:2 გაიმარჯვა. ამჯერად, სპორტკომპლექს "არენაში" ვნებები უკიდურესად დაიძაბა.

თურქები მოედანზე გაცილებით მოტივირებულები გავიდნენ, თამაში კარგად დაიწყეს და ჩინან ოზგანმა ანგარიშიც გახსნა.

მალე გოგა ალთუნაშვილმა ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თურქები კვლავ წინ გავიდნენ.

ამ დროისთვის, "არენაში" ვნებები უკვე დუღდა. თურქების მწვრთნელი და მათი ზოგიერთი მოთამაშე მსაჯის - არსენ ნონიკაშვილის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებდნენ და ეპიზოდებში ჩვენს ფეხბურთელებთან გამომწვევადაც იქცეოდნენ. თავიდან მასპინძლები ამ ყველაფერს ითმენდნენ.

პირველად არჩილ სებისკვერაძე გაბრაზდა, როცა ოზგანი ეუხეშა, მაგრამ მე-19 წუთზე ვეღარ მოზომა და მასზე შური უხეშობითვე იძია - თურქმა ხელი ჰკრა და მოედანზე ლამის გუნდური ჩხუბი დაიწყო. თუმცა ფეხბურთელები მალე დააწყნარეს, არბიტრმა კი ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა.

ჩვენი გუნდის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოედანზე მეკარე თორნიკე ბუკიას გამოჩენას მოჰყვა. ის რეალურად მეხუთე მოთამაშის როლს ასრულებდა - შეტევებს იწყებდა და მასში აქტიურადაც მონაწილეობდა. შედეგად, "ჯვაროსნებმა" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და 5:2 გაიმარჯვეს.

ბოლო გოლი შეაგდო საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელმაც, ამის გარდა, რამდენჯერმე გოლისგანაც გვიხსნა. თურქები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ და მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალეს. მათი ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ბუკიამ ბურთი ხელში აიღო და შენიშნა, რომ თურქების კარი ცარიელი იყო - დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამხანაგური მატჩი
03.12. თბილისი. "არენა". 400 მაყურებელი
საქართველო-თურქეთი 5:2
გოლები: 0:1 ოზგანი (6), 1:1 ალთუნაშვილი (8), 1:2 ქესქინი (19), 2:2 ალთუნაშვილი (24), 3:2 ტიკურიშვილი (35), 4:2 თოდუა (36), 5:2 ბუკია (38)
საქართველო: კეფაშვილი (მ) - ალთუნაშვილი, კობაიძე, ტიკურიშვილი, მაიასაია - ბუკია (მ), თოფურია, ჭანუყვაძე, ჯვარაშვილი, თოდუა, ბობოხიძე, სებისკვერაძე, ლუკავა, ძაბირაძე.
გაძევება: სებისკვერაძე (19), ოზგანი (19)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
askar ogli ნუ იღრინები! შენ ეტყობა ბოროტებასა და სიკეთეს ერთმანეთში ვერ არჩევ!
-ჰოდა უნდა იცოდე რომ ცას ვერ გამოეკერები. მიუხვალთ იქ ღმერთს!!!
shoda
04 დეკემბერი 2014 16:22
0
murat eldimir askar ogli ერთ საათში კიარა საუკუნეები ვერ გადაგვიარეს თურქებმა და ოსმალებმა. მითვისებული მიწები დააბრუნონ ძმობას რო გვეფიცებიან. არცერთი ერი არ არის ცვენს ირგვლივ ცივილიზებული ყველა წაგლეჯვაზეა თურქები, სომხები, აზერები და რუსები ხო ვაფშე. ხთფუიიი
chiko
04 დეკემბერი 2014 15:10
0
ეს თურქები ძაან გვებლატავებიან ხომ არ ჩავაფეთოთ
Grigoli
04 დეკემბერი 2014 14:42
0
კეფაშვილი-სუფთა საფეხბურთო გვარია ჩემა მზემ. განსაკუთრებით კეფით ანუ თავით ითამაშებს მაგრად.
zaur kaloev
04 დეკემბერი 2014 13:36
0
ეგ რა არის,19-წლიანებიც რომ მოუგებენ მაშინ ნახეთ ტლინკების ყრა
geronti
04 დეკემბერი 2014 13:25
0
shoda - "თურქები რაც არიან მალე დავინახავთ!". შოდა, გეყურება! იქნებ აგეხსნა, რას გულისხმობდი, როცა ამას წერდი. რატომ გინდათ რომ ყველასთან დაძაბოთ სიტუაცია? თურქები ვინ არიან და თუ მოინდომეს ერთ საათში რომ გადაგივლიან, ისენი არიან. რათქმა უნდა თუ არ მოიქცევით წესიერად. გაიგე დონღუზ თუ ღრუზინ? ბოლო-ბოლო ვინ ხართ ეს ქართველები, ღრუზინები თუ დონღუზები, ეს მაინც გაგვაგებინეთ?
murat eldimir askar ogli
04 დეკემბერი 2014 13:07
0
გენაცვალეტ ქარტველებო,ეგრე უნდა თურქებს,გამახარეტ ძაან
genacvale
04 დეკემბერი 2014 12:22
0
თურქები რაც არიან მალე დავინახავთ!
-სააკაშვილი ღორის ქმედებები ალბათ ყველას გახსოვთ!
-
shoda
04 დეკემბერი 2014 11:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული