SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა

AutoSharing Option
21 დეკემბერს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურით ადრე მეექვსე ტურის შეხვედრები სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრად შერაცხული დაპირისპირება "პროგრეს ბანკსა" და ს.კ. "ჯვაროსნებს" შორის უდავოდ დღის საუკეთესო გამოდგა. წინა ტურში "ნატახტარის" დამარცხების შემდეგ "ჯვაროსნებს" საკმარისი მოტივაცია ჰქონდათ "კალაძე და კომპანიის" წინააღმდეგ. მატჩის განმავლობაში იგებდნენ კიდეც და საკმარისზე მეტი მომენტიც შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა საბოლოოდ მოწინააღმდეგემ კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 3-2. მატჩის დასრულებამდე
რამოდენიმე წამით ადრე გამარჯვების გოლი დავით მუჯირმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კვლავ განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელმაც ამჯერად დიდი ანგარიშით "საქართველოს უნივერსიტეტი" დაამარცხა, 6-1.

მოუგებელი მატჩების სერია შეწყვიტა პსპ-მ, რომელსაც ამისათვის დიდი ძალისხმევაც დასჭირდა. მიუხედავად ბათუმის "დინამოსთან" პირველ ტაიმში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობისა, აჭარლებმა მეორე ნახევარში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ, 3-4.

ეფექტური "ქამ ბექი" გამოუვიდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს, რომელმაც DHL-სთან 0-2-ის შემდეგ 5-2-ით მოახერხა შეხვედრის დასრულება და დამსახურებული სამი ქულაც მიითვალა.

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა, 13-13 ქულით "შსს" და "პროგრეს ბანკი" გალიდერდნენ, თუმცა ძალოვანებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება "ნატახტარს", 12 ქულით მესამეზე გადაინაცვლა.

21.12.2014 . სუპერლიგა. VI ტური
FC TTC - DHL GEORGIA 5-2
გოლები: კასრაძე (2), ღლონტი (1), ბერიშვილი (1), კობახიძე (1) - კუჭუაშვილი (1), ღონღაძე (1)

დინამო (ბთ) - FC PSP 3-4
გოლები: გალოიანი (2), ფუტკარაძე (1) - კოპლატაძე (2), კვირკველია (1), გოგიჩაიშვილი (1)

პროგრეს ბანკი - ს.კ. ჯვაროსნები 3-2
გოლები: მუჯირი (2), იაშვილი (1) - დაჩანიძე (1), მენთესაშვილი (1)

შსს - UG 6-1
გოლები: კუბლაშვილი (1), ინჯგია (3), ცნობილაძე (1), სარაჯიშვილი (1) - ჭოხონელიძე (1)

სუპერლიგის ბომბარდირები:
ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) - 9

სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია ვერცხლის ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრებს. პირველად დამარცხდა "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი", რომელიც "საქართველოს ბანკი 2"-თან განადგურდა, 3-9.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "ბაქსვუდმა", რომელმაც "კოლიერსის" დამარცხება მოახერხა - 9-5.

კვლავ იმარჯვა "ვითიბი 2"-მა, რომელმაც საბანკო დერბიში "პროკრედიტი" დაამარცხა - 2-0. პირველი გამარჯვება იზეიმა "ივერიაბეთმა", რომელმაც კიდევ ერთ აუტსაიდერს, "რუსთავი 2"-ს სძლია მინიმალურად, 1-0. ტურის კიდევ სამი შეხვედრა მომდევნო კვირას გაიმართება.

21.12.2014. ვერცხლის ლიგა. VI ტური
კოლიერსი - ბაქსვუდი 5-9
გოლები: ურუშაძე (1), კიკალიშვილი (2), ქანანაშვილი (1), ცაგურია (1) - ასათიანი (5), ვაშაკიძე (1), ბერიძე (2), უგრეხელიძე (1)

ვითიბი ბანკი 2 - პროკრედიტ ბანკი 2-0
გოლები: ნ.მაჭავარიანი (1), ჯობავა (1)

GWP - საქართველოს ბანკი 2 3-9
გოლები: თურმანიძე (1), აფციაური (2) - ჯოხაძე (2), გოგიტიძე (2), ხუციშვილი (2), ჯგერენაია (3)

რუსთავი 2 - ივერიაბეთი 0-1
გოლები: თურმანიძე (1)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:
ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 16, გიორგი აფციაური (GWP) - 14, ლაშა ჯოხაძე (სქართველოს ბანკი 2) - 13

გუშინვე სუპერლიგის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც დაჯილდოვდა. "ნატახტართან" შესრულებული ჰეთ-თრიკი ს.კ. "ჯვაროსნების" შემტევს, შალვა ფირცხალავას ჩემპიონატის სპონსორმა, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდმა "სკეჩერსმა" დაუფასა, რომელმაც ფეხბურთელს 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

Sportall.Ge

მიმდინარე წელს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ბოლო სათამაშო დღე 28 დეკემბერს გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული