უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის" წოდება ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს ანატოლი ტიმოშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს.

კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის „დინამოს“ რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ტორნადოს ხელით ვინ შეეხეთ ბიჯოოოოოოოოო! :))
Lobotka
13:57 04-03-2025
0
სამწუხაროა რომ ზოგიერთი ქართველმა არ იციან ისტორია , უკრაინას აქვს დიდი სახელმწიფოებრივი ისტორია ჯერ კიევის,და მერე გეტმანშინა,ეს სახელმწიფო არასდროს შედიოდა მოსკოვიის სახელმწიფოს შემადგენლობაში ,ასე ეწოდა რუსეთის სახელმწიფოს მე 18 საუკუნის დასაწყისში ,მამაცი უკრაინელი ხალხი იცავს თავიანთ ოჯახებს,თავიანთ სამშობლოს, ვიღაც ლენინს არ შეუქმნია უკრაინა,ეს რუსეთის პროპაგანდაა, ძვირფასო ქართველებო პატრიოტები ლენინმა მისცა თურქეთს ტაო კლარჯეთი,ოკში,ოთხთა,და ბევრი სხვა ქართული, ეკლესიები, რუსეთმა წაგვართვა,ილორი,ბედიის ტაძარი,აფხაზეთი და სამაჩაბლო, რამდენი საამაყო გინტური მოკლეს,და გიგა ოთხოზორია, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს, სლავა უკრაინა, მჯერა უკრაინელი ხალხი შეინარჩუნებს იდენტობას და სახელმწიფოს,
სამწუხაროა
13:37 04-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული