ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "ბიბლუსი წიგნები" და "ტელევიზია" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება "ბიბლუსი წიგნებს" დარჩა - 5:4.
ტრადიციულმა ტურნირმა, რომელსაც პროფესიონალი მსაჯი ემსახურებოდა, სტარტი 11 ივლისს აიღო და მასში ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურაში დაკომპლექტებულმა 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ტრაგიკულად დაღუპული "პალიტრა მედიის" თანამშრომლის, ცნობილი მსახიობის, კოტე თოლორდავას ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც
ტურნირის დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.
გამარჯვებულებს განსაკუთრებული პრიზი, "ბარსელონა-"სევილიის" უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. სამახსოვრო პრიზები მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმაც.
ტურნირის ბომბარდირი 16 გოლით ზურა კახიძე გახდა, საუკეთესო მეკარედ ჯონი პატარკაციშვილი (ინტერპრესნიუსი) დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი კვიციანი ("კოლორი"). მათ საჩუქრად "ევრო პარკის" მოსაწვევები მიიღეს.
ნანა ჩხაიძე