SBM LEAGUE 2015/16: ჩემპიონები და სეზონის ტრიუმფატორი ცნობილია

AutoSharing Option
17 და 19 ივნისს, ახალმა სპორტის სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წ.წ სეზონის დასკვნით სათამაშო დღეებს უმასპინძლა. წლევანდელი, რიგით მერვე ჩემპიონატი, რომელიც ექვსი სხვადსხვა ლიგის და ორი თასის გათამაშების ფორმატში წარიმართა და ჯამში 60 გუნდი გააერთიანა,კორპორატიული და სუპერლიგის ფინალური შეხვედრებით დასრულდა.

სეზონის ტრიუმფატორი მინი ფეხბურთის კლუბი ტატიშვილი გახდა, რომელმაც გუშინ სუპერლიგა A-ს ფინალურ შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი დაამარცხა 2-0 და მიმდინარე სეზონი "დუბლით" დაასრულა.

"მედიკოსებმა" პირველი ტიტული სუპერლიგის თასის მოგებით მოიპოვეს, სადაც ფინალში მეტოქედ კვლავ შსს ყავდათდა იქაც
ანალოგიური ანგარიშით შეძლეს წარმატების მიღწევა.

რაც შეეხება გუშინდელ დაპირისპირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სრული ანშლაგის ფონზე, უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტისა, ანგარიში მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაიხსნა, თავი მალხაზ მურცხვალაძემ გამოიჩინა. ხოლო საფინალო სასტვენამდე რამოდენიმე წამით ადრე, დიმიტრი მაყიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sportall.Ge

19.06.2016. სუპერლიგა A. ფინალი
მფკ ტატიშვილი - შსს 2-0
გოლები: 48:00’ მურცხვალაძე, 50:00’ მაყიშვილი

მატჩის შემდგომ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ. საუკეთესო მეკარედ ვასო საბაშვილი (შსს) დასახელდა, საუკეთესო მცველის წოდება ლაშა ცნობილაძეს (შსს) ხვდა წილად, სეზონის საუკეთესო უნივერსალი დავით დარჩია (შსს) გახდა, საუკეთესო თავდამსხმელად გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) აღიარეს, საუკეთესო ბომბარდირის წოდება, 12 გატანილი გოლით ვახტანგ კეკელიას (ტატიშვილი) ერგო, ხოლო სუპერლიგა A-ს 2015/16 წ.წ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, მფკ ტატიშვილის კარის დარაჯი, თორნიკე ბუკია დასახელდა.

ნომინანტები სპეციალურ თასებთან ერთად, პარტნიორების მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელს, კომპანია "ეფლ სითისგან" საჩუქრად IPAD AIR 2 გადაეცა. ჩემპიონის და ვერცხლის მედალოსნების გარდა, 1/2 ფინალის მონაწილეების, სკ პსპ და მფკ ნატახტარი მესამე ადგილოსნის თასებით დაჯილდოვდნენ.

კვირასვე გაირკვა სუპერლიგა B-ს ჩემპიონის ვინაობაც. ფინალში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ლიგის ისტორიაში, როდესაც ფინალში რეგიონის წარმომადგენელმა ითამაშა. ფინალურ შეხვედრას უამრავ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც ესწრებოდნენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

"პრევენციონერებისთვის" ეს რიგით მეორე ტიტულია, პირველად მათ 2013/14 წ.წ სეზონში შეძლეს ლიგის თასის მოგება.

19.06.2016. სუპერლიგა B. ფინალი
პრევენციის ცენტრი - GM ჭიათურა 4-1
გოლები: 17:00’ კავთელაძე (1-0), 25:00’ ალავიძე (2-0), 43:00’ კვირკველია (3-0), 46:00’ ალავიძე (4-0), 48:00’ შეყილაძე (4-1)

Sportall.Ge

სუპერლიგა B-ს საუკეთესო მეკარედ დავით ჯვარშეიშვილი (ვივუსი) დასახელდა, საუკეთესო მცველის წოდება დავით შეყილაძეს (ჭიათურა) ხვდა წილად, საუკეთესო უნივერსალი გიორგი ალავიძე (პრევენცია) გახდა, საუკეთესო თავდასმსხმელი ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი), გათამაშების ბომბარდირის ტიტული, 18 გატანილი გოლით დავით ხუჯაძეს(ფერო) ერგო. საუკეთესო ფეხბურთელად, პრევენციის ცენტრის შემტევი გიორგი ჩივაძე დასახელდა.

დაჯილდოვების ცერემონიაზე, სუპერლიგა C-ს წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები და გუნდებიც გამოირჩნენ.

ბობმბარდირის წოდება 16 გატანილი გოლით, სკ ჯვარსონების ფეხბურთელს, ბიჭი მენთესაშვილს ერგო, საუკეთესო ფეხბურთელად კი ტვ იმედის შემტევი ალექსი მაღლაკელიძე დასახელდა. ლიგის გამარჯვებული ტელეკომპანია იმედის გუნდი გახდა, ხოლო ვიცე ჩემპიონის თასი სამტრედიას გადაეცა.

ფინალისტი და ჩემპიონი, შესაბამისად ვერცხლის და ოქროს მედლებით და საჩემპიონო თასით დაჯილდოვდნენ.

17 ივნისს,საუკეთესო გუნდები კორპორატიულ ლიგაში გამოვლინდნენ. საკმაოდ საინტერსო და დაძაბული გამოდგა ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სადებიუტო ტიტულის ორი მაძიებელი, ვითიბი ბანკი და თბილისის მერია დაუპირისპირდნენ. მიუხედავად მატჩის განმავლობაში "დედაქალაქელთა" ორ ბურთიანი უპირატესობისა, "ბანკირებმა" შეძლეს ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრება - 3-3.

მეტი გოლი არც დამატებით დროში გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც იღბალი ვითიბის მხარეს აღმოჩნდა და ჩემპიონის ტიტულსაც სწორედ ისინი დაეუფლნენ.

17.06.2016. ვერცხლის ლიგა. ფინალი
ვითიბი ბანკი - თბილისის მერია 3-3 პენ. 4-3
გოლები: 6:00’ ესიტაშვილი (0-1), 12:00’ ჯანგავაძე (0-2), 24:00’ ნ.მაჭავარიანი (1-2), 25:00’ ჯანგავაძე (1-3), 40:00’ ნ. მაჭავარიანი (2-3), 44:00 საღირაშვილი (3-3)

Sportall.Ge

ტრადიციულ დაჯილდოვების ცერემონიაზე, ვერცხლის ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბუთელებიც დასახელდნენ. საუკეთესო მეკარის წოდება ბაჩუკი ჯაფარიძეს (რესპუბლიკა) ერგო, საუკეთესო მცველად ნოდარ მაჭავარიანი (ვითიბი) დასახელდა, საუკეთესო უნივერსალი მირიან ჯანგავაძე (მერია) გახდა, საუკეთესო თავდამსხმელად გიორგი ჯობავა (ვითიბი) აღიარეს, 20 გატანილი გოლით ბომბარდირის ტიტული დიტო ანდღულაძეს (საქრუსენერგო) ეგრგო. ვერცხლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, მიშა თოფურია (მერია) დასახელდა.

დაჯილდოვდნენ ბრინჯაოს ლიგის ჩეპიონი, ვიცე ჩემპიონი და გამორჩეული ფეხბურთელებიც. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 9 გატანილი გოლით, ლექსო ღვინიაშვილს(ევროპაბეთი) ხვდა წილად, საუკეთესო ფეხბურთელად კი ილია სორდია (თიბისი) დასახელდა. ბრინაჯოს ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ევროპაბეთი გახდა, ხოლო ვიცე ჩემპიონის თასი თიბისი ბანკს გადაეცა.

ოქროს ლიგის ჩემპიონი საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი გახდა. პარასკევს გამართულ ფინალურ შეხვედრაში, ისინი მოქმედ ჩემპიონს ნატახტარს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ორთაბრძოლაში 3-2 დაამარცხეს.

ანგარიში მატჩის 7-ე წუთზე ნატახტარის ფეხბურთელმა, გიორგი მშვიდობაძემ გახსნა, მალევე გიორგი ჭანტურიამ წონასწორობის ადგენა შეძლო, თუმცა ტაიმის მიწურულს, ნატახტარის კაპიტანმა გიორგი სეფერთელაძემ ულამაზესი გოლით კვლავ დააწინაურა თავისიანები.

მეორე ნახევარი პატრული უპირატესობით დაიწყო და ჯერ 34-ე წუთზე ლაშა ცხაკაიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე გიორგი ჭანტურიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გოლის აღნიშვნის გამო, ჭანტურიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი ორ წუთიან უმცირესობაში დატოვა, თუმცა "ძალოვნების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს და ჩემპიონის ტიტულსაც ღირსეულად დაეუფლნენ.

17.06.2016. ოქროს ლიგა. ფინალი
ნატახტარი - პატრული 2-3
გოლები: 07:00’ მშვიდობაძე (1-0), 15:00’ ჭანტურია (1-1), 22:00’ სეფერთელაძე (2-1), 34:00’ ცხაკაია (2-2), 44:00’ ჭანტურია (2-3)

ოქროს ლიგის 2015/16 წ.წ სეზონის ნომინანტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საუკეთესო მეკარე, შოთა ღურბელეიშვილი (პატრული), საუკეთესო მცველი, თემურ რაქვიაშვილი (პატრული),საუკეთესო უნივერსალი, თემურ ჯაფარიძე (ნატახტარი), საუკეთესო თავდამსხმელი გიორგი აფციაური (GWP), საუკეთესო ბომბარდირი 16 გატანილი გოლით, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი). სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, ნატახტარის კაპიტანი გიორგი სეფერთელაძე დასახელდა

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები: sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული