ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს "ვარდარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ამიერიდან მაკედონიის მოქმედი ჩემპიონის სკოპიეს "ვარდარის" ღირსებას დაიცავს.

ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დღეს გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გუნდი, რომელსაც გოცე სედლოსკი წვრთნის, მაკედონიის ჩემპიონატში გამართული 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 41 ქულით ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან "შკენდიას". "ვარდარი" მაკედონიის 9-გზის ჩემპიონია, ამასთან, ბოლო ოთხი სეზონია გუნდი პირველობას არავის უთმობს. "ვარდარი" მაკედონიის თასის ხუთგზის და იუგოსლავიის თასის (1960/61) მფლობელია.

"მაკედონიაში პირველად ვარ და კლუბ "ვარდარზე"
ჩემი პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

კლუბის შესახებ მსმენია და მხოლოდ კარგი. კლუბის ხელმძღვანელობისგან ნდობას ვგრძნობ და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვარ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის. ვიცი, რომ გუნდი ამჟამად პირველ ადგილზეა. თავს არ დავზოგავ თითოეულ მატჩში, რათა პოზიცია შევინარჩუნოთ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, კლუბის ამბიციები და წინსვლის სურვილია. მინდა ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო", - აქვეყნებს ჯიღაურის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველი ჟურნალისტები 2 თვის წინ ლაციოში უშვებდნენ არადა :)))))))) ალბათ ქალაქი სკოპიე Aმჯობინა რომს, მანდ სხვა მიზეზი Aრ იქნება
გოგა
15 იანვარი 2017 05:35
0
ვაი და ვუი საშინელებაა მაკედონიის ჩემპიონატი, ისევ ჩვენი ჯობს მაგას
შაკო
15 იანვარი 2017 00:58
0
იქიდან გამომდინარე რა ბიუჯეტიც აქვთ ქართულ კლუბებს, კარგ ძლიერ გამოცდილ უცხოელს და თუნდაც წარმატებულ, ევროპაში ნათამაშებ ქართველს ვერ დააინტერესებ და აქედან გამომდინარე საქართველოს ჩემპიონატი უნდა იყოს ძირითადად ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც უმრავლესობა ადგილობრივი და თუნდაც მეზობელი ქვეყნების 24 წლამდე ასაკის ბიჭები ითამაშებენ. ისე როგორც ეს იყო ჰოლანდიაში და შემდეგ ადრეულ ასაკშივე წარმატების შემთხვევაში დატოვონ ქვეყანა და გადავიდნენ ევროპულ კლუბებში სადაც მეტად გაიზრდებიან. ნურასოდეს გვექნება ილუზია, რომ მივალთ ინგლისის, ესპანეთის იტალიის და სხვა წამყვანი ჩემპიოანატებში მონაწილე კლუბების დონემდე, აქ არასდროს არ იქნება მაგხელა თანხები ჩადებული, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტალანტებით და საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელებით ევროპის მომმარაგებლები. ჩემი აზრით ასეთი მიდგომით თაობაც წამოიზრდება, ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი გვეყოლება და რომელიმე გუნდშიც წამოვა ოქროს თაობა როგორიც იყო არველაძეები-ქინქლაძეს დროს 90-იანებში და სადმე გავძვრებით :) ასე რომ მიაწექით ბიჭებო ევროპას. რა დაკარგა კაჭარავამ, ქვილითაიამ აბურჯანიამ რომ წავიდნენ ? ეგენი ზუსტად მაგ ასაკში შეამჩნიეს აქ. წარმატებები !!!
dave
14 იანვარი 2017 22:57
0
ძალიანაც კარგი უქნია. მეტი ლეგიონერი ევროპულ კლუბებში, მეტ გამოცდილება და ეროვნულში გამოდგომა. რატო გონია ზოგს რომ ვარდარი რამით ჩამოუვარდება ჩვენს დინამოს ან მაკედონიის ჩემპიონატი ჩვენსას არ ვიცი. ასე ვთქვატ "იუგოსლავიის" ნაწილია მაკედონიაც და ეგენი სპორტში ნამდვილად არ მოიკოჭლებენ
Eric cantona
14 იანვარი 2017 22:12
0
სკოპიე რაის ჯანდაბად უნდოდა :) ლაციო ეპატიჯებაო და დაადოო იტალიელებს :)))))))))))
gelashvilis fani
14 იანვარი 2017 21:46
0
დინამოზე ძლიერი კლუბი ნამდვილად არის.თან ლიგაზე ითამაშებს.წელსაც ჩვენი დინამოსგან განსხვავებით,ზაგრების დინამოს ნამდვილი ომი გაუმართა ორივე თამაშში და გამოუცდელობით წააგო.თუ ძირითადში ითამაშებს ცუდი ვარიანტი არაა.აი დინამოს პოლიტიკა კი ვერ გავიგე.რა უნდათ და საერთოდ რისთვის არსებობს ეს კლუბი არ იციან მეპატრონეებმა
gocha
14 იანვარი 2017 21:17
0
არ გაუშვიათ თვითონ წავიდა წავიდა ისეთ გუნდში სადაც ნორმალური ხელფასი ექნება და თან ათამაშებენ
giorgi
14 იანვარი 2017 21:15
0
ამ ფეხბურთელის გაშვება შეიძლებოდა დინამოდან,და სად, სად?
vaxvax
14 იანვარი 2017 21:08
0
sad gaushves eg bichi, meti kai gundi ver mouzebnes, aset gundebshi ar unda ushvebdes dinamo fexburtels.
gela
14 იანვარი 2017 20:52
0
..... არიან ქართული ფეხბურთის .... ყველა
gaga
14 იანვარი 2017 20:41
0

სიახლეები პოპულარული