ჯანაშია ჯანოს აქებს

AutoSharing Option

ზაზა ჯანაშია ჯანო ანანიძის საფეხბურთო შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია. მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა ფორვარდმა რუსულ ვებგვერდ “სპორტბოქსზე” თანამემამულე ბევრი აქო და მას რამდენიმე რჩევაც მისცა.

“ჯანო ძალიან მაღალი დონის და უაღრესად პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ მას “სპარტაკის” სამწვრთნელო შტაბი უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებს, ნამდვილად არ ინანებს. ანანიძეს ახლა ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს საგრძნობ პროგრესს. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშით მან “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა”, - ამბობს ჯანაშია.

ანანიძის მომავალი კი მას ასე წარმოუდგენია: “ადრე თუ გვიან, მან კარიერა საზღვარგარეთ

უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევად მიმაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ ჯანო ევროპაში ორი-სამი წლის შემდეგ წავა. იმ დროისთვის იგი საამისოდ აბსოლუტურად მომწიფებული იქნება.”

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ რუსეთის თასის მერვედფინალში “სპარტაკმა” სტუმრად “სიბირს” 2:0 სძლია. ანანიძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა.

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული