- ლეგიონი: თორნიკე ოქრიაშვილმა "პახტაკორს" თავით გაუტანა [VIDEO]
მისი გვარი ერთი წლის წინ სააგენტო "ფლეიარაგენტის" დამფუძნებელმა ირაკლი ხვედელიანმა ახსენა. მისი თქმით, რუსეთის პრემიერლიგელი "კრასნოდარის" მცველს საქართველოს სახელით თამაში სურდა.
ხვედელიანის სააგენტო უცხოეთში მოთამაშე პერსპექტიულ ქართველებსაც აკვირდებოდა და გოგლიჩიძეს ასე მიაკვლია: ის 1997
2015 წლის 11 ნოემბერს, რუსული ინტერნეტგამოცემა sports.ru წერდა, თუ ვისი დაწინაურება შეიძლებოდა "კრასნოდარის" დუბლებიდან და 6 გამორჩეული ახალგაზრდისგან ასეთად მხოლოდ ქართველი დაასახელა.
"ლეო გოგლიჩიძე მარცხენა მცველია. ის "კრასნოდარის" ყოფილ მცველს, ამჟამად "ცრვენა ზვეზდაში" გადასულ დუშან ანჯელკოვიჩს ჩამოჰგავს, ოღონდ, უფრო აზრიანია. გოგლიჩიძე კარგად არჩევს მომენტს, როდის შეიძლება ფლანგზე გაქცევა და როდის - ბურთის უკან დაბრუნება. კარგ დრიბლინგსაც დროულად იყენებს. კორპუსს ისე დგამს, ეს უფრო დიდი გაბარიტის მქონე მოთამაშეებთან ორთაბრძოლების მოგებაში ეხმარება. სტაბილურია და, ფაქტობრივად, სეზონის ყველა შეხვედრა ჩაატარა.
რა სჭირდება მთავარ "კრასნოდარში" მოსახვედრად? ტექნიკის გაუმჯობესებით მოქმედების ეფექტურობა უნდა გაზარდოს. ახლა კი ხშირად მისი ჩანაფიქრი ტექნიკურ შესრულებას უსწრებს წინ და პოტენციალის გამოვლენაში უშლის ხელს. შესაძლოა, ცოტა ეშმაკობაც სჭირდება. ზოგჯერ მისი დიაგონალური გადაცემები მაყურებლისთვისაც ადვილი გამოსაცნობია, არათუ - მეტოქისთვის", - ასე ახასიათებდა sports.ru ქართველ ახალგაზრდას.
გოგლიჩიძე რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა. თუმცა თავიდანვე მისთვის პრიორიტეტად საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში იყო.
"რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაში შემომთავაზეს, თუმცა ჯერ ვფიქრობთ მე და მამა, რომელიც კარიერის სწორად წარმართვაში აქტიურად მეხმარება. საქართველოში ჩამოსვლა, საქართველოს მაისურით მოედანზე გასვლა და ჰიმნის მოსმენა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო სასიამოვნო იქნება".
სამი წლის წინათ, მამამისს საქართველოდან დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლად გააცნო და უშუალოდ ევალებოდა ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება. გოგლიჩიძით ქართული მხარე შარშანაც დაინტერესდა. 19-წლამდელებში მისი მიწვევა გიორგი ყიფიანს სურდა:
"გოგლიჩიძით დავინტერესდი და შეკრებაზე გამოვიძახე. მასზე ინფორმაცია მწვრთნელად დანიშვნისთანავე მომაწოდეს. მართალია, ეს ბიჭი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს სახელით სურს თამაში, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას კი წინ არაფერი უდგას.
თავად ფეხბურთელს რომ ველაპარაკე, დაინტერესებამ გაახარა. ფეხბურთის ფედერაციიდან "კრასნოდარს" ნაკრებში მისი გამოძახების ფურცელი უკვე გაუგზავნეს. იმედია, ჩამოვა და სიამოვნებით დავაკვირდები, იქნებ მართლაც გამოგვადგეს", - თქვა მაშინ ყიფიანმა "ლელოსთან".
ახლა კი ყიფიანმა პატარა "ჯვაროსნები" გოგლიჩიძის გარეშე შეკრიბა. თუმცა ახალგაზრდა კაცი თავის სურვილსა და ოცნებაზე ხელს არ იღებს და თუკი გიორგი ჯიქია დავკარგეთ, იქნებ, გოგლიძე უფრო საინტერესო მოთამაშე იყოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"