რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს უგუნდოდ მყოფი 30 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის ოლქის "ხიმკის" ფეხბურთელი გახდა.
ჯიქიას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 4.5 მილიონი რუბლი (45 ათასი ევრო) იქნება.
ჯიქია 2017 წლიდან "სპარტაკში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. 8 მაისს მოსკოვურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
Transfermarkt-ის მიხედვით, ჯიქიას ფასი 3.5 მილიონი ევროა. რუსეთის ნაკრებში მან 44 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ბოლოს კაპიტანიც
იყო.
"ხიმკი" 7 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 6 ქულით მე-13 ადგილზეა.