ჯაბა კანკავა "რედ სტართან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" წლის პირველი გამარჯვება სტუმრად "რედ სტართან" მოიპოვა და ფრანგულ ლიგა 2-ში 37 ქულით მე-2 ადგილზე გადავიდა, რომელიც ელიტაში დაბრუნების უფლებას იძლევა.

კლუბის ფანებმა "ტვიტერზე" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. ხმების 62%-ით ჩვენმა თანამემამულემ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მცველი ანტონი ვებერი გავიდა 19%-ით, მესამეზე - მეკარე იოან კარასო - 12%.

30 წლის ჯაბა კანკავამ ამ სეზონში "რეიმსის" რიგებში 9 მატჩი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია.ესე იგი ჯაბა ფორმაში შედის.
სოსო
23:08 02-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული