[ტრანსფერი] ლევან მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგას ლიტვის ჩემპიონატი ამჯობინა

AutoSharing Option
ბალტიისპირეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა - ლიტვის A ლიგის "სტუმბრასში" ლევან მაჭარაშვილი ვარჯიშობს. ის 19 წლისაა. მამამისი საფეხბურთო სამყაროში ცნობილი სპეციალისტი გია მაჭარაშვილია, რომელიც თემურ ფოცხვერიასთან ერთად "ინდივიდუალური მომზადების ცენტრს" ხელმძღვანელობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კორღალიძის საფეხბურთო სკოლა "ჩემპიონში" ვარჯიშობდა, მაგრამ საქართველოში კარგად არ იცნობენ, რადგან უკრაინაში 14 წლისა წავიდა და ამ ქვეყანაში ცნობილ საფეხბურთო სკოლა "დიუს 15"-ში ჩაირიცხა. კიევის ჩემპიონატში თამაშისას ორჯერ ლიგის ბომბარდირი გახდა, ხოლო გუნდი - დედაქალაქის ლიგის ჩემპიონი.

ამის შემდეგ მაჭარაშვილმა კიევის "ობოლონის" მწვრთნელები დააინტერესა და
ჯერ ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, ხოლო ზამთარში პირველ გუნდში დაწინაურებას უპირებდნენ, მაგრამ მაჭარაშვილმა უკრაინის პირველ ლიგაში თამაშს ლიტვის ჩემპიონატში გადასვლა ამჯობინა.

"ლიტვაში ლევან მაჭარაშვილი დეკემბერში გამოჩნდა, ჩვენს გუნდში რამდენიმე დღე ივარჯიშა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა, მასზე უფრო კარგად დაკვირვების მიზნით, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მოიწვია. ის საყრდენი ნახევარმცველია და საკონტროლო შეხვედრებში დიდ სამუშაოს ასრულებდა", - წერს "სტუმბრასის" ოფიციალური გვერდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვითომ ჭკვიანურია? მეეჭვება,მაგრამ მამა სპეციალისტი ჰყოლია და იმედია არ შემცდარან.წარმატებას ვუსურვებ კარიერაში.
სოსო
14:12 09-02-2017
0
ა ბიჭო ტრანსფერიც ამას ჰქვია.
gverda
11:43 08-02-2017
0

სიახლეები პოპულარული