
ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს:
"ლევან მაჭარაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირაა "საბურთალოს" შემადგენლობაში ვარჯიშობს, "საბურთალოს" ფეხბურთელია. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა თბილისურ კლუბთან 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
22 წლის ნახევარმცველი ბოლოს სომხეთში "ლორის" შემადგენლობაში თამაშობდა, მანამდე კი ლიეტუვური "სტუმბრასის" ღირსებას იცავდა".