ლევან ჭაფოძე ლიტვურ "კაუნო ჟალგირისში" ითამაშებს

AutoSharing Option
გამოცდილი მცველი ლევან ჭაფოძე ლიტვურ "კაუნო ჟალგირისში" ითამაშებს.

ეს კლუბი წინა ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, თუმცა სეზონის შედეგების მიხედვით, ერთი დივიზიონით დაქვეითდა. "კაუნო ჟალგირისი" ფარ-ხმალს არ ყრის და მიზნად კვლავ უძლიერესთა შორის დაბრუნებას ისახავს.

ჭაფოძე წლების განმავლობაში "ცხინვალის" ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი იყო. მძიმე ტრავმის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა და დიდხანს ვეღარ თამაშობდა ფეხბურთს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიტვის ჩემპიონატში თამაში ჭაფოძეს ოპტიმალური ფორმის აღდგენაში დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს.
transfera
12:03 09-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული