[მოსალოდნელი ტრანსფერები] რევიშვილი და ფალავანდიშვილი მოლდოვაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას, დიდი ალბათობით, მოლდოვას ჩემპიონათის მე-4 ადგილოსან "დაჩიაში" გააგრძელებს.

რევიშვილი უკვე "დაჩიაშია" და ამ კლუბის მაისურით გუშინ, 14 თებერვალს, პირველი შეხვედრაც ჩაატარა. "დაჩია" ამხანაგურ შევხედრაში რუსულ "უფას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა, რევიშვილმა კი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მასთან კონტრაქტიც გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "დაჩიაში" კარიერას გააგრძელებს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილიც. ფალავანდიშვილი მოლდოვაში რამდენიმე დღეში ჩავა და კონტრაქტს
იქ გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაკარიზე უნდა გახდეს ნაკრების პირველი მეკარე მაშინ როცა ლორია არასტაიულურია!
dato
17 თებერვალი 2017 13:27
0
ამის მერე აქ ზოგიერთები წერენ რომ, ნაკრებში მეკარის პოზიციაზე პრობლემა არ არის.არადა ვინ არიან ისინი ვისი იმედიც გვაქვს.ერთად ერთი ვინც საიმედოდ შეიძლება ჩაითვალოს მაკარიძეა,ასე თუ ისე სხვა კანდიდატებს ჯობია.აბა ლორიას იმედად ჩემი მტერი იყოს როდის რა უაზრო შეცთომას დაუშვებს კაცმა არ იცის.
თენგო
16 თებერვალი 2017 17:46
0
აბუსერიდზე არ მიგკავს რევოო ჰენი მამობილი ან გამოუგზავნე საჰუკრები როგორც გჰვევია
aeleksa
16 თებერვალი 2017 16:03
0
აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან უკვე მივეჩვიეთ ნაკრების ფეხბურთელების თამაშს.მოლდოვა და მაკედონია რაღაც აშკარად ახალია
gocha
16 თებერვალი 2017 15:55
0
ვა..დაჩიას დინამო არ ჯობდაა?ან ამ ფიფიას რა უნდა ვერაფერი გავიგე..
rezi
16 თებერვალი 2017 12:21
0
დავიჯერო რუსეთში არ გამოჩნდა ერთი გუნდი მაინც რომ რევიშვილი აეყვანა? ვაგლახ, მოლდოვის ჩემპიონატი რომ უფრო მაღალი დონის ტურნირია, ვიდრე საქართველოს ტანჯულა ჩემპიონატი!
ქომაგი
16 თებერვალი 2017 11:00
0
ფალავანდიშვილი კვიპროსში სრ უნდა გადაულიყო?
უუკი
16 თებერვალი 2017 02:08
0
ვაა, მოლდოვა? ძალიან მაგარიაა... აბა კიდევ ვინ?
zura
15 თებერვალი 2017 21:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული