ნორვეგიიდან აზერბაიჯანში - გიორგი გოროზიამ "სტაბეკი" "ზირაზე" გაცვალა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ კლუბი შეიცვალა. ნორვეგიული "სტაბეკიდან", სადაც ის სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ნამდვილად არ უჩიოდა, აზერბაიჯანულ "ზირაში" გადავიდა.

ამჟამად, "ზირა" მე-5 ადგილზეა აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის გარდა, გოროზიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაინტერესებს სტატიის ავტორი საერთოდ თუ უყურებს ფეხბურთს? გადახედოს კარგად სანამ რამეს დაწერს, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას რომ ამტკიცებს :) დანარჩენები ნუ იბოღმებით. ეს ადამიანი მაინც მიაღწევს წარმატებას და თქვენ ისევ ისეთი უპროფესიო იქნებით სიცოცხლის ბოლომდე. არ გასკდეთ ოღონდ :))
NENE
17 თებერვალი 2017 16:39
0
არ გამოაქვეყნოთ კომენტარები არა, იქნებ როგორმე გაპრავდეს "პერპექტიული" ფეხბურთელის სოფელ ღვანკითის უბნის გუნდში გადასვლა
goga
17 თებერვალი 2017 15:41
0
კარგად მახსოვ ის მომენტი როდესაც გოროზია სტაბეკში გადავიდა სათამაშოთ. მის ყველა ინტერვიუში ლაპარაკი იყო რო ნორვეგიას ტრამპლინად გამოიყენებდა. ტრამპლინიც ამას ქვია. ტრაგედია ეს უკვე.
beqa
17 თებერვალი 2017 13:51
0
რატომ გგგონიათ ასეთი სათაურებით უკეთესად წარმოაჩენთ ფეხბურთელს? რომ დაგეწერათ: სტაბეკიდან, ზირაში გადავიდა. ისედაც გასაგები იქნებოდა რატომაც. გაცვალაო როდესაც წერთ, ამით იმას მიუნიშნებთ რომ იდიოტია. რატომ? რა დაგიშავათ?
mgeli geronti
17 თებერვალი 2017 13:23
0
არაფერი არ გაუცვლია, სტაბეკმა გამოუშვა გუნდიდან...
პაპიკოო
17 თებერვალი 2017 12:00
0

სიახლეები პოპულარული