ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელმაც უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, კარიერას უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსან "ოლეკსანდრიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა განაცხადა. მისი თქმით, ფეხბურთელთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.

მოგეხსენებათ, მან გასული სეზონი "დინამოში" ჩაამთავრა. მას კარიერის გაგრძელება სლოვაკურ "ზლატე მორავცეში" შეეძლო, რომელსაც თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი, იურაი იარაბეკი წვრთნის.

ბოლო წლებში ჭანტურიშვილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ჭანტურიშვილი ქართველმა გულშემატკივარმა "ზესტაფონში" გაიცნო, სადაც წარმატებული ასპარეზობის შემდეგ თბილისის
"დინამოში" მიიწვიეს. ქართველი ნახევარმცველი უკრაინულ გუნდს თურქულ შეკრებაზე ახლდა. როგორც ჩანს, მან მთლიანად დააკმაყოფილა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ შარანის მოთხოვნები.

ისე, "ოლეკსანდრია" უცხო გუნდი არ არის ქართველი ფეხბურთელებისთვის. ცოტა ხნის წინათ სწორედ აქ თამაშობდა საქართველოს ნაკრების გარემარბი დავით თარგამაძე, რომელიც ფეხბურთს ტრავმის გამოა ჩამოშორებული...

როგორც ვთქვით, "ოლეკსანდრია" მეოთხე ადგილზეა უკრაინის პრემიერლიგაში, არადა, ფინანსური და საკადრო თვალსაზრისით, ეს კლუბი უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე არაერთ გუნდს ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმატებებში უდიდესია მწვრთნელ შარანის წვლილი.

საკმარისია აღინიშნოს, რომ შემადგენლობა მთლიანად უკრაინელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. არიან მოთამაშეები, რომელთაც "ოლეკსანდრიას" უკრაინული ფეხბურთის გრანდებიდან - კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარიდან" ჰყავს იჯარით აყვანილი.

ერთი სიტყვით, "ოლეკსანდრია" ჭანტურიშვილისთვის შეიძლება იქცეს ტრამპლინად უკრაინულ გრანდებში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდ წარმატებებს ვუსურვებ ვახტანგს, მომწონს მისი თამაში, განსაკუთრებით შორეული ზუსტი გასროლები.
gizog
20 თებერვალი 2017 12:00
0
კარგი ტრანსფერია, მაკედონურ და ჯანდაბეთის ქვეყნებს ასი თავით ჯობს ოლექსანდრია უკრაინის ჩემპიონატია ბოლო ბოლო
შაკო
20 თებერვალი 2017 11:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული