ჩვენი ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი გუნდის განაცხადში იქნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დებიუტიც დღეს შედგება.
შეგახსენებთ, რომ რევიშვილი და ფალავანდიშვილი "დაჩიაში" 20 თებერვალს გადაბარგდნენ და ორი ტურის გამოტოვება მოუწიათ, რადგან სახელმწიფოსგან მუშაობის უფლებას ელოდნენ. 41 ქულით "დაჩია" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.