![](https://sportall.ge/pictures/image31/fd15b605d5d5e029137162a2f1e9dc36.jpg)
უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" დონეცკის "ოლიმპიკს" უმასპინძლა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.
"ქართველმა ფეხბურთელმა თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ იძულებული იყო, გუნდს უკანაც დახმარებოდა და მეორე ტაიმში უკვე ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა. მას ძალიან დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია, რიგ მომენტებში კი თავგანწირვით თამაშობდა.
ხოჭოლავამ მოედანზე ბოლომდე იბრძოლა. ერთ მომენტში ლამის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო
შეგახსენებთ, რომ მანამდე ამავე საიტმა ხოჭოლავა პრემიერლიგის თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.