გიორგი არაბიძე მთავარ "შახტარში" ავარჯიშეს

AutoSharing Option
3 აპრილს მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ველოდით - გიორგი არაბიძემ უკრაინული გრანდის მთავარ გუნდში ივარჯიშა.

- დაუსვი კითხვა გიორგი არაბიძეს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

აქამდე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი დონბასელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და თამაშობდა. 1-ელ აპრილს, 21-წლამდელთა ჩემპიონატში, ლუგანსკის "ზორიას" წინააღმდეგ, არაბიძე მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის, "შახტარის" ახალგაზრდობა 3:0-ს იგებდა და შეხვედრა ასეც დასრულდა.

მეორე დღეს, უკვე პრემიერლიგის ეგიდით, დონეცკელთა მთავარი გუნდი "ზორიას" დაუპირისპირდა, მაგრამ... არაბიძე მთავარი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.
თუმცა არის შანსი, ეს შემდეგ ტურში მოხდეს. როგორც გვითხრეს, "შახტარის" სამწვრთნელო შტაბი ქართველის მთავარ გუნდში გადაყვანას აპირებდა.

დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ასეც მოხდა - ცნობილი მენეჯერის, მიხეილ მეტრეველის თქმით, არაბიძე "შახტარის" მთავარ გუნდში გამოიძახეს და პაულო ფონსეკამ ძირითად გუნდთან ერთად ავარჯიშა კიდეც.

დამაიმედებელი ამბავია და იმედია, არაბიძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკვე გაიტანა პირველი გოლი, "შახტარის" მთავარ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს.

- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა რა იმავე აზრზე ვრც\ჩები )0 მაგარი ნიწიერი ხარ, მაგრამ მაგ გუნდში შენი ადგილი არ მოიძებნება)) მოიხიე მაქედან სასწრაფოდ))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული