დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა ზედიზედ მესამე ტურია ტურის სიმბოლურ გუნდში ხვდება.

უკრაინულმა Sportarena.com-მა ქართველი მცველი უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ამ ტურში ხოჭოლავას "ჩერნომორეცი" დონეცკის "შახტარს" ესტუმრა და სენსაციურად იმარჯვა - 2:1.

"ფონსეკა კომპლიმენტებს არ იშურებს, სრნა მასზე მწვრთნელებს ეკითხება, მედია კი დიდი ხანია "შახტარის" მისდამი ინტერესზე ხმამაღლა საუბრობს. ხოჭოლავამ "შახტართან" დიდი ენთუზიაზმით ითამაშა. მან სენსაციური გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

ხოჭოლავამ მარლოსის, ბერნარდის, სრნას, ისმაილის შეტევები მოიგერია,
დაბლოკა სპენანეკოს დარტყმა, ბლანკოს ყველა ორთაბრძოლა მოუგო და ყვითელი ბარათიც კი მიიღო", - წერს საიტი ხოჭოლავაზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენს ნაკრებს სულზე მოუსწრო,ახლა სამი საკმაოდ კარგი ცენტრალური მცველი გვყავს,რაც ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა.წარმატებებს ვუსურვებ დათოს.
სოსო
10 აპრილი 2017 21:50
0
წარმატებები! ღმერთი შესკენ!
ქუთაისელი
10 აპრილი 2017 14:04
0
ცალი ფეხით შახტარშია.წარმატებები დავითს
მიშო
10 აპრილი 2017 12:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული