ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია "შახტარის" ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ქართველმა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხოჭოლავა "ჩერნომორეცში" სეზონის დასრულებამდე დარჩება, შემდეგ კი ახალ გუნდს შეუერთდება.

კარიერის განმავლობაში 24 წლის მცველს თბილისის "სასკოში", რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთსა" და ქობულეთის "შუქურაში" აქვს ნათამაშები. ვლადიმირ ვაისმა მას ნდობა ეროვნული ნაკრების სამ მატჩში გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შახტარში 2 ქართველი ირიცხება და მათსავით არ დაგემართოს. ყურადღებას ნუ მოადუნებ გისურვებ წარმატებას.
გიგო
12 აპრილი 2017 12:35
0
გილოცავ და წარმატებას გისურვებ, აბა შენ იცი.
gio
11 აპრილი 2017 16:20
0
ძალიან კარგია,საიმედო მცველია და მაგარ გუნდშიდაც მოხვდა,ნეტავ ყველა ასეთი დონის გუნდებში გადადიოდნენ.
bebeto
11 აპრილი 2017 15:25
0
ძალიანა კარგი ! წარმატებები. გვჭირდება ფებურთელები მსგავს კლუბებში, ლიგაზე და ევროპალიგაზე თამაშის გამოცდილების შეძენით. იმედია იქნება ძირითადში. წარმატებები
dave
11 აპრილი 2017 15:21
0
გილოცავ დავით, სულ წარმატებებით გევლოს სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
11 აპრილი 2017 15:16
0
წარმატებები,იმედია ლიგაზე ვიხილავთ:)
თემო
11 აპრილი 2017 15:16
0
გაიხარე, წინ დიდი წარმატებებისკენ!
მაგარია
11 აპრილი 2017 14:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული