[ლეგიონი] ჯაბა კანკავასა და "რეიმსის" კოშმარული მატჩი აუტსაიდერთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აპრილს საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ. მისი გუნდი "რეიმსი" 33-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად აუტსაიდერ "ლავალს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

ჯაბა კანკავას გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო, მაგრამ კოშმარულად დასრულდა. რეიმსელები თავიდან ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. უკვე მე-2 წუთზე ანგარიში პაბლო ჩავარიამ გახსნა, 26-ე წუთზე კი გრეჟონ კოემ გაიტანა. შესვენებამდე "ლავალმა" ჰასან ალას გოლით სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს, მაგრამ რემი ოუდინმა მეკარეს ვერ აჯობა და "რეიმსისთვის" ნამდვილი კოშმარიც აქედან
დაიწყო: 55-ე წუთზე მათ კარში ჯერ რომენ ბაიარმა შეაგდო, 75-ზე კი ალამ დუბლი პენალტით მიითვალა. 77-ზე უკვე კანკავას თანაგუნდელმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, 90-ე წუთზე კი წერტილი იოან ვისამ დასვა - 5:2!

ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება მის გუნდს, "რეიმსი" (51 ქულა) ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა, ლიგა 1-ში აღზევებაზე მისი ოცნება კი საკმაოდ ბუნდოვანია. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე რეიმსელები ლიდერ "ბრესტს" უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან, მეორე ადგილოსან "ლანსს" კი, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩასატარებული, 4 ქულით. ელიტის საგზურს ლიგა 2-ის ორი საუკეთესო გუნდი იღებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯანო არის ყველაზე კლასნი ფეხბურთელი დღევანდელ ნაკრებში.
Vakhtang Lobzhanidze
16 აპრილი 2017 23:53
0
ყველაფერზე კამათი როგორ შეიძლება ხალხო ცოტაანი ვართ ქართველობა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს..
პაატა
16 აპრილი 2017 15:34
0
ჩემო ძმაო ფეღბურთი ისწავლე და მერე წერე აქ ანანიძეზე რო იტყვი ცუდიაო სირცხვილია ხალხო დააფასეთ ანანიძე მასზე უკეთესი არავინ არ გვყავს
sagol sabas
15 აპრილი 2017 22:13
0
სამწუხაროა რომ ცუდ გუნდშია და ცუდ ფორმაშია ჯაბა, მაგრამ მასსავით ჯიგრით და ბოლომდე ცოტა ვინმე თუ იხარჯება ან დახარჯულა ნაკრებში. შარშან როცა არ შეეძლო თვითონვე თქვა უარი თამაშზე და არაა ლამაზი ჩვენი, გულშემატკივრის, მხრიდან ასეთი არაკორექტული კრიტიკა.
ნიკო
15 აპრილი 2017 21:56
0
nika kvekveskiri kapitnad.
gabo.
15 აპრილი 2017 19:10
0
chemi azrit kapitani lobjanidze unda iyos
a.a
15 აპრილი 2017 16:49
0
ჯანო თუ არაა საუკეთესო მაშინ შენ და ყაზაიშვილი ყოფილხართ და ეგაა:)
ucha
15 აპრილი 2017 15:54
0
ჯანო კაპიტნად ვერ გამოდგება.საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი კი ნამდვილად არის.
ჯ.ჩ.
15 აპრილი 2017 15:15
0
რა უნახე ანანიძეს კარგის, ძალიან კარგის ან საუკეთესობის? ;) რა მიკროსკოპი გაქვს ასეთი?
sagol jabas
15 აპრილი 2017 14:10
0
ხო, სოფელი სოფელთან თამაშობდა და 2-5 კანკავა სიდ ურტყამ ბოშო!!!
დათა და კომპანია
15 აპრილი 2017 13:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული