ამას გარდა, 22 წლის ქართველი ნახევარმცველის დამატებით ესპანეთის სეგუნდადივიზიონის სხვა კლუბებიც ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "სევილიაში" გასული წლის ზაფხულში, სწორედ "ხიმნასტიკიდან" გადავიდა. კონტრაქტის თანახმად, თუ აბურჯანიას იჯარით დამატებას ლა ლიგის რომელიმე კლუბი მოინდომებს და ტრანსფერზე ფეხბურთელიც თანახმა იქნება, "სევილიას" უარის თქმის უფლება არ ექნება. სხვა შემთხვევაში კი, კლუბს შეუძლია, უარი განაცხადოს აბურჯანიას გაშვებაზე.