"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის უკანასკნელ ტურში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" ტარაგონაში 2:0 დაამარცხა "რაიო ვალეკანო", რომელსაც ლა ლიგას საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა.

ორივე საგოლე გადაცემა ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა კაკაბაძემ გააკეთა. შეგახსენებთ, ის წინა ტურში "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"ხიმნასტიკმა" სეგუნდადივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

როგორც გაუწყეთ, ეჭვი შეიტანეს, რომ "უესკასთან" თამაში ჩაწყობილი იყო და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქმე პროკურატურას გადასცა, მაგრამ ყველაზე უარეს ვარიანტში, "ხიმნასტიკს" იმ შეხვედრაში დამარცხებაც რომ ჩაუთვალონ, მაინც დარჩება სეგუნდადივიზიონში, ვინაიდან მე-19 ადგილზე გასულ "ლეონესას" 4 ქულით გაასწრო.

ოთარი კი უთუოდ იმსახურებს
უკეთეს გუნდში თამაშს. ეს მან არაერთხელ დაამტკიცა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომავალში რომ ლა ლიგაშია ეს კაცი უდავოა, დამიჯერეთ ან "რაიო ვალეკანო" ან კიდე "უესკა" დაიმატებს ამას რადგან ორივე თამაშში საუკეთესო იყო და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მათ დამარცხებაში. წარმატებები ოთარს და წინსვლაააა. ღმერთი შენსკენ.
roma
12:19 03-06-2018
0
ძალიან მეიმედება ამ ბიჭის,დიდი პროგრესი განიცადა.აბა შენ იცი ოთარ,ახალ სეზონში იმედია პრიმერა დივიზიონის გუნდში გიხილავთ.
ქობულეთელი
10:37 03-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული