ზაქარიანი: თუ კანკავას გუნდის წესებით ცხოვრება არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს

AutoSharing Option
დღეს, საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" "ნიორს" სტუმრობს. წინა ტურში "ნიმთან" მატჩში ჯაბა გუნდის განაცხადშიც კი არ იყო, ახლა კი ის გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

L'Union-თან საუბარში "რეიმსის" თავკაცმა მიშელ დერ ზაქარიანმა შემდეგი განაცხადა:

"დღეს მან პირველად ივარჯიშა გუნდში და ეს მისთვის ახალი შანსია, - თქვა მწვრთნელმა, რომელიც არანაირ გარანტიას არ აძლევს ქართველს, რომ "ნიორთან" მატჩის განაცხადში იქნება. - თუ ის მაინც არ არის ბედნიერი, უკვე მისი პრობლემაა.

გუნდს თავისი წესები აქვს, რომლებიც არ უნდა დავარღვიოთ. ჩვენ
გუნდურ სპორტში ვართ, სადაც ყველა ჯგუფის წესებს ემორჩილება. თუ ეს მას არ სურს, შეუძლია გოლფი ითამაშოს", - ამბობს დერ ზაქარიანი.

ვებსაიტის თქმით, კანკავა აღიარებს, რომ შეცდა და ზედმეტი მოუვიდა. თუმცა France Bleu-ს ინფორმაციით, კანკავა "ნიორთან" მატჩის განაცხადში მაინც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ აუტსაიდერ "ლავალთან" 2:5 წაგების შემდეგ ჯაბა კანკავა გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობდა. ფრანგულ მედიაში ორი სხვადასხვა ვერსია გამოითქვა. პირველის მტკიცებით, ჯაბა ფსიქოლოგიურად ვერ გამოვიდა ამ მარცხიდან და თავად სთხოვა მწვრთნელს დასვენება. მეორე ვერსიით კი, ქართველი განაცხადიდან იმიტომ გამოიყვანეს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომაზე უარი განაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კანკავაგან ასეთი ქცევა რთული დასაჯერებელია. აი ზაქარიანი კი .....
რეზო
11:29 29-04-2017
0
რა მნიშვნელობა აქვს სად თამაშობ და ვინაა მწვრთნელი? მთავარია სადაც ხარ იქური ქუდი დაიხურო და იმ წესებს მიჰყვე რაც იქაა... თუ არადა გიშლის ვინმე? წამოდი... ნუ ამართლებთ კანკავას, ასეთები რომ ხდება ჩვენთან იმიტომაა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად :( სამწუხაროდ
ქომაგი
23:45 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული