დავით ხოჭოლავამ "ჩერნომორეცში" კარიერა ტრავმით დაასრულა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 27-ე ტურში კიევის "დინამოს" წინააღმდეგ ოდესის "ჩერნომორეცის" მცველ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია.

როგორც გაირკვა, ქართველმა მცველმა ვარჯიშზე ხელი მოიტეხა, რის გამოც საკმაო ხანი გაუცდება. უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი 31 მაისს სრულდება და თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, ხოჭოლავას კარიერა "ჩერნომორეცში" ამ ტრავმით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უკვე დონეცკის "შახტარში" დაიწყებს, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბუქებენ არამგონია დიდი ხანი გაუცდეს ნაკრებისთვის მზად იქნება
გიგა
01 მაისი 2017 16:18
0
ვაა ტეხავს.იქნებ უფრო კონკრეტულად გაარკვიოთ რახდება,დაუკავშირდით და ინფორმაცია მოგვაწოდეთ
ილია
01 მაისი 2017 15:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული