იტალიური მედიის ცნობებით, "მილანთან" მოგებულ მატჩში დაშავებული მჭედლიძის თამაში "ბოლონიასთანაც" საეჭვოა. ქართველმა "სან სიროზე" ჩემპიონატის მე-6 გოლი გაიტანა, შემდეგ კი მუხლი დაიშავა.
მან უკვე გამოტოვა "სასუოლოსთან" მატჩი, რომლის დასრულების შემდეგაც "ემპოლის" ფანებთან მცირე ინციდენტიც კი შეემთხვა.
"მჭედლიძის თამაში ძალზე საეჭვოა, ტოსკანური გუნდის სამედიცინო ჯგუფი ფორვარდს ყოველდღიურ რეჟიმში
pianetaempoli.it წერს, რომ ლევანი უფრო ვერ ითამაშებს: "სამწუხაროდ, ლევან მჭედლიძე კვლავ ინდივიდუალურად ემზადება. იმის შანსი, რომ კვირას ის მზად იყოს სათამაშოდ, ნაკლებია. საბოლოო ვერდიქტს ექიმი გამოიტანს".