[ლეგიონის უქმეები] დუბლები, გოლები და "ქამბექი" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული ლეგიონის უქმეები არც ამჯერად ყოფილა მოუსავლიანი.

მართალია, წინა "უიქენდის" მაჩვენებელს (9 გოლი) ვერ შევწვდით, მაგრამ გოლებიც იყო, მთლად დუბლებიც და ერთი სასწაულებრივი შემობრუნებაც...

იტალია. სერია A
"ემპოლიმ" გასვლაზე ლევან მჭედლიძის (ტრავმირებულია) გარეშე წააგო (2:3) "კალიარისთან" და სერია A-ს დატოვების საფრთხე ემუქრება.

ჰოლანდია. ერედივიზიონი
გურამ კაშიამ შეუცვლელად უკაპიტნა "ვიტესს" "როდასთან" მოგებულ საშინაო შეხვედრაში (3:0). რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში "ვიტესი" მე-5 ადგილზე გავიდა და რაკი ჰოლანდიის თასი მოგებული აქვს და ევროპალიგის საგზურიც ჯიბეში უდევს, პლეი ოფში მის ნაცვლად მერვეადგილოსანი "გრონინგენი" ითამაშებს.

ესპანეთი. ლა ლიგა 2
"სევილიას" მეორე გუნდმა შინ 2:1 მოუგო "ხეტაფეს". მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია გიორგი აბურჯანიას.

გერმანია. II ბუნდესლიგა
დრეზდენის "დინამომ" სტუმრად 4:3 მოუგო "კარლსრუეს". ორწუთიან მონაკვეთში (35-პენ, 37) გამარჯვებულთა შორის დუბლი შეასრულა აკაკი გოგიამ. ის 78-ე წუთზე შეცვალეს.

"ნიურნბერგმა" შინ 2:3 წააგო "დიუსელდორფთან". მასპინძელთა შორის ლუკას ჰუფნაგელმა 81 წუთი ითამაშა.

საფრანგეთი. ლიგა 2
"რეიმსმა" ჯაბა კანკავას გარეშე სტუმრად 0:2 დათმო "ტრუასთან".

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა
გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" გასვლაზე დაუზავდა "ბელენენსეშს" (1:1). საქართველოს ნაკრების მეკარემ მინდორზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ, რაც მთავარია, 11-მეტრიანი მოიგერია. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "მორეირენშე" ბოლოდან მესამე ადგილზეა და ერთი ქულითაა დაშორებული გასავარდნ ზონას. ბოლო ტურში მაკარიძის გუნდი "პორტუს" მასპინძლობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სეგუნდა ლიგა
"ჟილ ვისენტემ" ავთო ებრალიძის გარეშე გასვლაზე 1:5 წააგო "უნიაო მადეირასთან". ქართველის გუნდს ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება.

არ უთამაშია რომან ჭანტურიასაც, რომლის "ოლიანენშემ" სტუმრად 2:3 წააგო "პორტიმონენშესთან".

თურქეთი. I ლიგა
"გიოზთეფემ" სანდრო კობახიძის (4 წუთი) მოკრძალებული წვლილით შინ 4:1 მოუგო "სამსუნსფორს". ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "გიოზთეფე" სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ავსტრია. ბუნდესლიგა
"რაპიდმა" სტუმრად 0:1 წააგო "ზალცბურგთან". სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა გიორგი ქვილითაიამ.

დანია. სუპერლიგა
"ვიბორგმა", რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, პირველ საპლეიოფო მატჩში 3:0 მოუგო "ჰორსენსს". გამარჯვებულთა რიგებში მათე ვაწაძე სათადარიგო იყო.

"ოდენსემ" ევროპალიგაზე გასასვლელი პირველი საპლეიოფო მატჩი 3:1 მოუგო "სილკებორგს". დამარცხებულთა რიგებში მე-80 წუთზე გამოჩნდა დავით სხირტლაძე.

"ესბიერგი" შინ დაუზავდა "ორჰუსს" (0:0). ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა, ლაშა პარუნაშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა
ლუკა ზარანდიას "არკამ" შინ 1:0 მოუგო "ლენჩნას". ქართველი შემტევი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში არ უთამაშია ნიკა ძალამიძეს.

"პლოცკი" საშინაო ასპარეზზე დაუზავდა "კრაკოვიას" (1:1). მასპინძელთა რიგებში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი მერებაშვილმა.

მათე ცინცაძის "პოგონი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა "ლეხთან". ქართველი საყრდენი მინდორზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

"ლეგიამ" შინ 6:0 მოუგო "ტერმალიცას". პოლონური გრანდის რიგებში 64-ე წუთზე გამოჩნდა ვაკო ყაზაიშვილი და 88-ე წუთზე მატჩის ბოლო გოლიც გაიტანა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

შვედეთი. ოლსვენსკანი
ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნა" შინ 1:2 დამარცხდა "ნორჩიოპინგთან". ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა.

კვიპროსი. I დივიზიონი
"არისმა" შინ 2:0 მოუგო "ერმისს". წაგებულთა რიგებში 85 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ.
"ახნასი" საკუთარ მოედანზე 0:4 დამარცხდა "დოქსასთან". ნიკა კაჭარავამ 90 წუთი ითამაშა მასპინძელთა რიგებში, გიორგი ილურიძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა
სლოვაკეთის მთავარ ლიგაში გიორგი ბერიძის "ტრენჩინისა" და "მიავას" შეხვედრა არ შემდგარა, რადგან ეს უკანასკნელი ჩემპიონატიდან მოხსნილია.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა
"დიოშდიორი" შინ დაუზავდა "მეზოკოვეშდის" - 2:2. ტრავმამოშუშებული ბუბა დაუშვილი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო.

მაკედონია. I ლიგა
"ვარდარი" გასვლაზე, უკვე ჩემპიონის რანგში, "რაბოტნიჩკის" დაუზავდა - 2:2. ჯაბა ჯიღაურმა 36-ე წუთზე გაიტანა და 90 წუთი ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთი. პრემიერლიგა
ტულის "არსენალმა" მოსკოვში 0:3 წააგო ცსკა-სთან. დამარცხებულთა შორის გია გრიგალავა სათადარიგო ოყო.

ჩემპიონის რანგში მოსკოვის "სპარტაკმა" სტუმრად 1:0 სძლია "ამკარს". ჯანო ანანიძემ "სახალხო გუნდის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

"ურალმა" "კრასნოდარს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. მასპინძლებს არ ჰყავდათ ტრავმირებული გიორგი ჭანტურია, სტუმრებს კი, ამავე მიზეზით, თორნიკე ოქრიაშვილი აკლდათ. ასევე ტრავმის გამო "ურალის" რიგებში 37-ე წუთზე შეცვალეს ჯიმი ტაბიძე, რომელიც მალე განაახლებს ვარჯიშს.

"კრილია სოვეტოვმა" შინ 1:3 წააგო "ზენიტთან". სამარული კლუბის ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

"ლოკომოტივმა" საკუთარ სარბიელზე 4:0 მოუგო "ორენბურგს". სრული მატჩი ჩაატარეს "რკინიგზელმა" საბა კვირკველიამ და სტუმართა ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც რუსული გოლების ანგარიში წინა ტურში გახსნა.

რუსეთი. I ლიგა
"ნეფტეხიმიკი" მამუკა კობახიძის გარეშე ეთამაშა "ტამბოვს" და ქულები გაუყო - 1:1.

უკრაინა. პრემიერლიგა
ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ 1:0 მოუგო "ოლეკსანდრიას". ლიპარტიამ სრულად ითამაშა. სტუმართა რიგებში 81-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ვახტანგ ჭანტურიშვილი.

"ჩერნომორეცი" დავით ხოჭოლავას გარეშე 0:3 დამარცხდა "შახტართან".

დუბლიორების ჩემპიონატი
"შახტარის" მეორე შემადგენლობამ გასვლაზე 4:0 მოუგო "ჩერნომორეცს". დონეცკელთა შორის დუბლი შეასრულა გიორგი არაბიძემ. მან 63-ე და 73-ე (პენალტით) წუთებზე გაიტანა, 86-ე წუთზე კი სათადარიგოებს შორის გადაინაცვლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინეთი. ლიგა 1
"გაზ მეთანმა" შინ 4:1 სძლია "ვოლუნტარის". გამარჯვებულთაგან სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო აკაკი ხუბუტიამ. სხვათა შორის, ეს მისი პირველი მატჩი იყო "გაზ მეთანში" მას მერე, რაც ზამთარში ამ კლუბის მაისურა მოირგო.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა
ბატე-მ გასვლაზე 0:1 წააგო "სლუცკთან". ვაკო გვილია ბორისოველთა შემადგენლობაში 61-ე წუთზე გამოჩნდა.

ესტონეთი. მეისტრილიგა
"ფლორამ" სტუმრად 2:0 მოუგო "ნარვას". გამარჯვებულთა რიგებში ზაქარია ბეგლარიშვილი 92-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა
კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" ურთულესი მატჩი შემოუტრიალა "ოკჟეტპესს". ჩვენებურის შეგირდები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 3:2 გაიმარჯვეს.

ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიში" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ასტანასთან".

2:2 ითამაშეს "ატირაუმ" და "ორდაბასიმ". მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი გაისარჯა უჩა ლობჟანიძე. არ უთამაშია ლადო დვალიშვილს, ისევე, როგორც სტუმართა რიგებში - ოთარ მარცვალაძეს. სამაგიეროდ, 70-ე წუთიდან გამოჩნდა გოგიტა გოგუა.

ფინეთი. იუკონენლიგა
ირაკლი სირბილაძის კვპ გასვლაზე დაუზავდა "ჰონკას" - 1:1. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
და გოგია გოლები სადაა? ვიდეო...
?
15 მაისი 2017 23:05
0
მიხედეთ ბიძია გოგიას, დაელაპარაკეთ და გაუკეთეთ პასპორთი, ასევე ფარცვანიას. ეს მახარაძე მეკარე მაგარი იგროკია, კარგად ითამაშა კიევის დინამოსთან, ებრალიძე ასევე, ბერიძე სანახავია,სხვებს რომ თავი დავანებოთ, ჰუფნაგელი , დვალი, ტაბიძე, ცისკარა ფორმაშია, ბიჯო ამხანაგურებში ხო მაინც უნდა ნახოთ, დაანებეთ თავი ამ პენსიონერებს [ ლორია, კანკავა, დვალიშვილი, ლობჟანიძე] თუ სტადიონიდან უნდა გაასვენონ მაინცდამაინც, თუ რას ჩალიჩობთ პროსტო ვერ ვხვდები, ამაზიებთ ამ ბებრებს, ტუ რაარი, აბა ბრმები ხარტ? არ გინდათ ბიჯო ნორმალური ნაკრები? ნებისმიერი გულშემატკივარი, ცოტა რომ ესმის ფეხბურთი შედეგს დადებს, რით ვერ გაძეხით. რა უნდა საქართველოს ჩემპიონატიდან იგროკს ნაკრებში? პატარა ნამუსი ხომ უნდა გქონდეთ
ლევანი
15 მაისი 2017 21:42
0
ყაზაიშვილი კიდე თამაშობს ფეხბურთს?
:D :D
15 მაისი 2017 14:22
0
akaki gogia, mixeil mesxs hgavs tamashis stilit, zaan magaria.
data
15 მაისი 2017 13:28
0
gogia, kartveli kvelaze magari fexburtelia da profesionali kartvelebs shoris, samtuxarod germaniis pasit(((
kai bichi
15 მაისი 2017 13:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული