ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"საბა კვირკველია "რუბინს" ეკუთვნის და ზაფხულში ის ყაზანში უნდა იყოს"

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა პრეზიდენტმა ილსურ მეტშინმა "ბიზნეს-ონლაინთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის საგაზაფხულო ნაწილის წინ "ლოკომოტივში" იჯარით გაშვებული საბა კვირკველია ისევ ყაზანში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ხავი გრასია საქართველოს ნაკრების მცველს სრულ უნდობლობას უცხადებდა, რის გამოც საბამ მოსკოვის "ლოკომოტივს" იჯარით მიაშურა.

- შესაძლოა, გრასიას ყველაზე დიდი შეცდომა კვირკველიაზე უარის თქმა იყო, რომელსაც შანსიც კი არ მისცა...
- ვეუბნებოდი ხავის: "შეხედე, სანჩესი რამდენ შეცდომას უშვებს, კვირკველია ხომ უკეთესია". ხავი კი მეუბნებოდა, რომ საბა მის დავალებას ვერ გაუმკლავდებოდა.

საბა კვირკველია
ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და თან, დიდებული ადამიანი. ის ნაღდი ქართველია, დიდსულოვანი და ის სულითა და გულით ყაზანს, "რუბინს" ეკუთვნის... მას ფული არ აინტერესებდა, მას "რუბინში" თამაში სურდა.

ვფიქრობდი, რომ მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უბრალოდ დანაშაული იყო, მაგრამ მწვრთნელი მეუბნებოდა: არა, მე მას შემადგენლობაში ვერ ვხედავო. რა უნდა გვექნა? გავუშვით იჯარით, რათა გრასიას საკუთარი თვალით ენახა, როგორ გახდა საბა ნახევარი წლის განმავლობაში "ლოკომოტივის" ძირითადის მოთამაშე და შეაბიჯა ევროპის ლიგაში.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩემი გეგმა მარტივი იყო - დამებრუნება კვირკველია.

- კონტრაქტში არ არის ოპცია ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირველესი უფლების "ლოკომოტივისთვის" მინიჭების შესახებ?
- არა, კვირკველია არის ფეხბურთელი, რომელიც მთლიანად ეკუთვნის "რუბინს" და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის ყაზანური კლუბის განკარგულებაში უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ