"წელიწად-ნახევარში უცნობი "შუქურადან" გადმოსული ხოჭოლავა "ჩერნომორეცის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მაგრამ სამხრეთის პალმირაში ქართველი დიდხანს არ გაჩერდა.
მან აქ გამოავლინა პოზიციის შერჩევის უნარი, თავით კარგი თამაში, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში. შედეგად, დავითმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "შახტართან".
დონეცკელები მასში ხედავენ ალექსანდრ კუჩერის სრულფასოვან შემცვლელს. ყოველ შემთხვევაში, მისი მისვლით "შახტარის" დაცვის ცენტრში კონკურენცია გაიზრდება", - წერს საიტი.