"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად მიმართა "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერის თაობაზე", - დაწერა აგენტმა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "შახტარში" 2015 წელს გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამჟამად გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.