ოფიციალურად: საბა კვირკველია 2021 წლამდე მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
ოფიციალურად: საბა კვირკველია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია! კლუბის საიტის ცნობით, ხელშეკრულება 30 ივნისს გაფორმდა და ის ძალაში 2021 წლამდეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველზე უფლებებს ყაზანის "რუბინი" ფლობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი კვირკველიამ იჯარით სწორედ "ლოკომოტივში" გაატარა.

ილია გერკუსი ("ლოკომოტივის" პრეზიდენტი): "საბას ძალიან მიეჩქარებოდა ავსტრიაში, გუნდის შეკრებაზე. განიცდიდა თვითმფრინავის მცირედი დაგვიანების გამო და ამ ყველაფერში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საქმისა და გუნდის მიმართ.

გასულ სეზონში მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი ცენტრალური მცველის პოზიციაზე. გამოჩნდა, რომ ის არის ნამდვილი პროფესიონალი,
კარგი ამხანაგი და შესანიშნავი ადამიანი.

ჩვენ კვირკველიასთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შევთანხმდით. გვჯერა მისი და "ლოკომოტივში" მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ!"

რუსულ მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვახტანგ კოპალეიშვილის აღმოჩენილია და "რუბინშიც" გზა თვითონ გაუკაფა, ასე მითხრა ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე, ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებსო, ყველაფერი ჯერ კიდევ წნაა, იხაროს ვახოს სულმა.
ბიჭიკო მაჩაბლიშვილი
08:20 01-07-2017
0
კოპალეიშვილიც გარდაცვლილა? როგორ მეწყინა. ერთ-ერთი გამორჩეული ხელწერის დინამოელი.აცხონოს უფალმა...
ციბა
09:54 01-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული