მაქაბიდან წასვლა ჯერაც არაა გამორიცხული

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო დარჩა და ლადო დვალიშვილი იმედოვნებს, რომ კლუბის შეცვლას მოახერხებს.

"ვერ ვიტყვი, რომ ჰაიფას "მაქაბიში" თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამაზე უკეთეს კლუბშიც შემიძლია თამაში და ამის რეალური შანსი მაქვს. კლუბს ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ საინტერესო შემოთავაზება კიდევ მივიღე და იმედია, იქ მალე გადავალ. თუმდა თუ ეს ამბავი არ გამოვიდა, არც ამაზე გავიტეხ გულს. "მაქაბიში" დიდი მონდომებით ვვარჯიშობ და აქ კიდევ ერთი სეზონი რომ გავატარო, ჩემთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება", - გვითხრა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის, შოთა არველაძის "ქაისერისფორს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული