გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ "ინტერიდან" წავიდა ელხან აბდულაევი, რომელიც ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა. აბდულაევმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ქართველ მწვრთნელთან უთანხმოება დაასახელა. "ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ცხადაძის საქციელში მეტისმეტი თვითკმაყოფილება და ამპარტავნება დავინახე. ამას ჩვენი საუბარი მოჰყვა, სადაც შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა შეწყვეტილიყო", -
ცხადაძემ, რომელიც მის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას აქამდე დუმილით პასუხობდა, გუშინ "ექსტრატაიმთან" ბოლოდროინდელ ამბებზე კომენტარი მაინც გააკეთა.
"რაში მადანაშაულებენ ეს ფეხბურთელები? მე რა შუაში ვარ? ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ გეორგი ნიკოლოვს უნდა მიმართონ. განა "ინტერში" თანხებს მე ვანაწილებ?! ჩემი თხოვნით, არცთუ დიდი ფული მიიღეს მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც "ლეხთან" მატჩისთვის ემზადებოდნენ – საბრძოლო სულის ასამაღლებლად და არა იმიტომ, რომ კლუბს მათი ვალი ჰქონდა.
საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი. როცა "ინტერში" რაღაც ხდება, ყოველთვის ცხადაძეს რატომ აკრიტიკებენ? ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩემი პერსონა ბევრს ყელში ეჩხირება. და იცით, რატომ ხდება ეს? გულახდილათ გეტყვით – მათ ჩემი გუნდის წარმატებების სურთ.
მივმართავ ამ ხალხს – თავი დამანებეთ. ფული მე არასოდეს გამინაწილებია და ამას არც ვაპირებ. მსგავსი საქმიანობითYკლუბის ხელმძღვანელობაა დაკავებული და არა სამწვრთნელო შტაბი. მომეცით საშუალება, ვაკეთო ჩემი საქმე. ყოველთვის ვცდილობ, მეტი ვისწავლო და ნაკლები ვილაპარაკო.
ადამიანთა გარკვეულმა წრემ ჩემს წინააღმდეგ კამპანია ააგორა, მაგრამ ეს ამბავი ოდნავადაც არ მაღელვებს", - აცხადებს ცხადაძე.
შეგახსენებთ, "ინტერის" ხელმძღვანელობა მას კვლავინდებურად ენდობა, ასე რომ, სავარაუდოდ, ცხადაძე და მისი ქართველი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე ბაქოურ კლუბში მუშაობას გააგრძელებენ.